მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში რკინიგზელები გაიფიცნენ

ესპანეთში რკინიგზელები გაიფიცნენ

სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებების სამი წარუმატებელი რაუნდის შემდეგ, პროფკავშირებმა რკინიგზელებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს.

11 თებერვლის ჩათვლით მუშაობაზე უარს აცხადებეს ესპანეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია, ჩქაროსნული სარკინიგზო მატარებლების გაერთიანება და რკინიგზის მომსახურების ბიუჯეტური კომპანია, რომელიც ესპანეთის გარდა საფრანგეთსა და ბელგიაშიც ოპერირებს.

გაფიცვის გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესია.

„ბილეთი ორივე მიმართულებით დავჯავშნე და არ ვიცოდი, რომ დღეს გაფიცვა იწყებოდა, რის გამოც მატარებლის ბევრი რეისი გაუქმდა. საბედნიეროდ, ჯერ ჩემი რეისი არ გაუუქმებიათ, თუმცა, ვნახოთ. რადგან ერთი საათით ადრე მოვედი, ტაბლოზე ჯერ მატარებლის განრიგი არ ჩანს, მაგრამ აპლიკაცია მიჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს უილ რაიტერი, მგზავრი.

„ბოლოს და ბოლოს მათ უნდა იპოვონ გამოსავალი. ბევრნი ვართ, ვინც საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას მათ ვანდობთ და გვჯერა, დადგა გაფიცვის დრო, რათა აღვკვეთოთ მსგავსი პრობლემები და უზრუნველვყოთ შესაბამისი პირობები“, – თქვა კიდევ ერთმა მგზავრმა, მართა ალოიმ.

ესპანეთის მასშტაბით გაუქმებულია ჩქაროსნული და საქალაქთაშორისო მატარებლების 330-ზე მეტი რეისი.

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, თუკი სარკინიგზო რეისი გაფიცვის გამო გაუქმდა, 30 დღის განმავლობაში, მგზავრებს შეუძლიათ ბილეთის საფასური დაიბრუნონ.

რკინიგზის სფეროში მომუშავეთა უკმაყოფილებამ იფეთქა მას შემდეგ, რაც იანვარში ესპანეთის სამხეთით, ადამუსის პროვინციაში ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალზე, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა მოხდა.

მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ შემადგენლობასთან შეჯახებამ 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

პროფკავშირების თანახმად, ესპანეთის მასშტაბით არ არის დაცული სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend