მთავარიაზიაისრაელიისრაელმა ხან-იუნისში შენობა დაბომბა

ისრაელმა ხან-იუნისში შენობა დაბომბა

ეს ღაზის სამხრეთით მდებარე ხან-იუნისია. ღამით ისრაელის მიერ მასზე განხორციელებული ავიადარტყმა ვიდეოკამერის ობიექტივმა აღბეჭდა. გავრცელებული ინფორმაციით რაკეტა საცხოვრებელ სახლ მოხვდა, მსხვერპლის ან ზიანის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ეს ყველაფრი კი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან 4 თვის თავზე ხდება.

„ამ ოთხსართულიან შენობაში 5 საცხოვრებელი სახლი იყო განთავსებული. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სახლის ევაკუაცია ხდებოდა. ის ჯერ გასუფთავდა და შემდეგ დაიბომბა, შედეგს თავადაც ხედავთ. სახლი სკოლის მოპირდაპირედ მდებარეობს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირების თავშესაფარია“, – ჰყვება ადგილობრივი, სალეჰ აბუ ჰატაბივი.

პარასკევს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ ეს ღაზის სამხრეთით შემოსაზღვრული ე.წ. ყვითელი ხაზის გასწვრივ მათი სამხედროების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხო ზომა იყო და რომ განხორციელებულია ზუსტი დარტყმა. „ცახალს” არ დაუზუსტებია თუ რას წარმოადგენდა შენობა, რომელიც საპასუხოდ დაბომბეს.

ამ ინციდენტის გარდა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ბოლო 24 საათში 27 გარდაცვლილისა და 18 დაჭრილის შესახებ იუწყება, თუმცა არ კონკრეტდება ზუსტად რომელ ინციდენტებს უკავშირდება ეს რიცხვები. ისრაელისა და „ჰამასის” კონფლიქტს 71 851 პალესტინელი ემსხვერპლა, ეს მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფებამ ასობით ისრაელელი სასტიკად მოკლა და 200-ზე მეტი წლობით ტყვეობისთვის გაწირა.  თელ-ავივი 7 ოქტომბრის საქმის გამოძიებას იწყებს. პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს უკვე გადასცა სქელი დოკუმენტი, რომელიც მომხდარს და მის კონტექსტს სრულიად ასახავს. მისი ხილვა კი საკანონმდებლო ორგანოს კომისიასაც შეეძლება ოპოზიციის მონაწილეობით. გათეთრებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, პასუხი უნდა აგოს ყველამ“ -აღნიშნავს ის.

„დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს შეიცავს იმ პასუხებს, რომელიც 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ სახელმწიფო მაკონტროლებელს მივაწოდე. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ზოგიერთი მგრძნობიარე ნაწილი დარედაქტირებულია,და მისი ნახვა მხოლოდ ავტორიზებულ პირებს შეეძლებათ ასევე დაკავშირებულ პირებს ქნესეთის დაზვერვის ქვეკომიტეტიდან. ეს დოკუმენტი მოიცავს უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების ამონაწერებს და 12 წლის განმავლობაში დაგროვებულ ურიცხვ მასალას, ოპერაციიდან „დამცავი კიდე“  – 7 ოქტომბრის დილამდე. ამ საგამოძიებო კომისიაში ყველას შეეძლება კითხვების დასმა, მე კი ვიქნები პირველი ვინც ამ კომისიაში მივალ და ყველაფერს ვუპასუხებ“- აღნიშნა მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ვიდრე 7 ოქტომბრის საქმე სამართლებრივად და პოლიტიკურად შეფასდება, ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმაზეა ფოკუსირებული. სულ ახლახან ღაზისა და ეგვიპტის პირდაპირი საზღვრის ხელახლა გახსნა, ამის ნაწილია, რაც გეგმის  აღსრულების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

მიწასთან გასწორებული ქალაქის აღდგენა ჯერ შორი პერსპექტივაა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ამჟამინდელი ფოკუსი „ჰამასის“ დემილიტარიზაცია და ადგილობრივი მთავრობის ჩამოყალიბებაზეა მომართული, რომელმაც საერთაშორისო ძალების მეშვეობით ანკლავი კეთილდღეობით სავსე ადგილად უნდა აქციოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend