მთავარიევროპაუნგრეთი„იგი უნგრელ ხალხს არასდროს დააღალატებს” - დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ვიქტორ ორბანს

„იგი უნგრელ ხალხს არასდროს დააღალატებს” – დონალდ ტრამპის მხარდაჭერა ვიქტორ ორბანს

„მას ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი არჩევისთვის – იგი უნგრელ ხალხს არასდროს დააღალატებს“, – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს აპრილში დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ორბანს 2022 წელსაც ამაუად უჭერდა მხარს და ამის კიდევ ერთხელ გაკეთება მისთვის „დიდი პატივია.“

ვიქტორ ორბანს გაზაფხულზე ჩანიშნულ არჩევნებში ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლოა გაუჭირდეს. მან 2010 წლის შემდეგ ოთხი არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, თუმცა ახლა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში პეტერ მაგიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს და მოქმედ პრემიერს სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

ტრამპს აქვს მემარჯვენე კონსერვატიული პოლიტიკური მოკავშირეების აქტიური მხარდაჭერის ისტორია აქვს. მან წინასაარჩევნო კამპანიებისას მხარი დაუჭირა იაპონის პრემიერ-მინისტრ  სანაე ტაკაიჩისა და არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისაც.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი ევროპაში ნაციონალისტურ, მკვეთრად მემარჯვენე ძალებს ეყრდნობა, რათა კონტინენტზე „ცივილიზაციური დაღმასვლა“ აიცილოს თავიდან.

Trusth Social-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანი ნამდვილ მეგობრად, მებრძოლად და გამარჯვებულად მოიხსენია.

„უნგრეთის უაღრესად პატივსაცემი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ნამდვილად ძლიერი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის გამოცდილება აქვს. იგი ისევე დაუღალავად იბრძვის თავისი დიდებული ქვეყნისა და ხალხისთვის, და ისევე უყვარს ისინი, როგორც მე ამერიკის შეერთებულ შტატები.

ვიქტორი შეუპოვრად იღვწის უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისა და არალეგალური მიგრაციის შეჩერებისთვის, კანონისა და წესრიგის უზრუნველყოფისთვის!

ჩემი ადმინისტრაციის პირობებში უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ სიმაღლეებს მიაღწია, რაშიც უდიდესი წვლილი პრემიერ-მინისტრ ორბანს მიუძღვის.

მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ქვეყნებმა კიდევ უფრო წინ წაიწიონ წარმატებისა და თანამშრომლობის ამ შთამბეჭდავ გზაზე.

2022 წელს მე ამაყად დავუჭირე მხარი ვიქტორს ხელახლა არჩევისთვის და ჩემთვის პატივია, ეს კიდევ ერთხელ გავაკეთო.

ვიქტორ ორბანი ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი არჩევისთვის – ის არასოდეს დააღალატებს უნგრეთის დიდ ხალხს!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Trusth Social-ზე.
იანვარში ტრამპმა ორბანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მიანიშნებდა, რომ არჩევნებამდე უნგრეთში ვიზიტს განიხილავდა. თუმცა ამ ვიზიტისთვის თარიღი არ განსაზღვრულა.

კვირის დასაწყისში ორბანმა განაცხადა, რომ ცდილობს, ტრამპი უნგრეთში ჩაიყვანოს. მანვე დასძინა, რომ ბუდაპეშტში ამერიკის შეერთებულ შტატების, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით სამიტის გამართვის იდეა კვლავ განიხილება.

„არსებობს კონკრეტული შეთანხმება, რომელსაც ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებთან მივაღწიე. ამ შეთანხმების მიხედვით, თუ პროგრესი იქნება და სამშვიდობო სამიტი გაიმართება, ის ბუდაპეშტში ჩატარდება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend