იტალიის ხელისუფლებამ რუსული კიბერშეტევების სერია აღკვეთა, რომლებიც მიმართული იყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე და მის საელჩოებზე სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ვაშინგტონში. ასევე კიბერშეტევები მიტანილი იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვებსაიტებსა და ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებში მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში არსებულ სასტუმროებზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანტონიო ტაიანის განცხადებით, კიბერშეტევები რუსული წარმომავლობის იყო.
„ესენი რუსი ჰაკერები არიან, ვსაუბრობთ იტალიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტებზე და მილან-კორტინა 2026-ზე მიტანილ ჰაკერულ თავდასხმებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაბამის ორგანოს მივმართეთ. თუმცა ეს იმის დასტურია, რომ საჭირო იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეფორმისთვის გაწეული სამუშაო. არსებობს ოპერაციების ცენტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა კრიზისულ განყოფილებას სწორედ ისეთი თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც რუსული წარმოშობისაა“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფონზე, რომელიც 6 თებერვალს იხსნება და რომელზეც მრავალი ოფიციალური პირი ჩადის, იტალიის ხელისუფლებამ ფიზიკური ისე კიბერ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
