კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ სამურაები, სახლში შეჭრის თემაზე გადაღებული საშინელებათა ფილმები და სახალისო ხელოვნება –  აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

შეგიძლიათ, მშვიდად ამოისუნთქოთ – იანვარი გავიდა.

თუკი წლის პირველი თვე, როგორც წესი, ზედმეტად მშვიდია,  თებერვლიდან ისევ ბრუნდება სიცოცხლის ხალისი. სულ მალე გაიმართება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი – ბერლინალე, ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც იტალიაში ჩატარდება და საფრანგეთის ლიმონის ფესტივალი!

ხელოვნების მოყვარულთ რამდენიმე შესანიშნავი გამოფენაც ელოდებათ, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოვყოფდით ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმის გამოფენას სამურაების ისტორიის თემაზე. ასევე საფრანგეთის ქალაქ მეცის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს „პომპიდუ ცენტრს“  (Centre Pompidou Metz), რომელიც  ამერიკელი მოქანდაკის ლუიზა ნეველსონის  ნამუშევრებს მასპინძლობს და საერთაშორისო სამხატვრო კომერციულ გამოფენა-ბაზრობას „არტ-ბაზელს“ (Art Basel), რომელიც პირველად გახსნის კარს კატარში.

ხოლო თუ საშინელებათა ჟანრი  ან ისტორიული თემატიკა გიტაცებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ – ამ კვირაში ამ თემების ნაკლებობას ნამდვილად არ იგრძნობთ.

გამოფენები

მხატვრულ ლიტარატურაში იშვიათად შეხვდებით სამურაიზე უფრო შთამბეჭდავ და მომხიბლავ გმირებს. ეს ოსტატობის, თავგანწირვისა და მამაცობის სიმბოლო იმ დროსა და კულტურას განასახირებს, როდესაც ღირსება ყველაფერზე მაღლა იდგა. თუმცა სამურაის თემაზე შექმნილი ამბების დიდი ნაწილი იაპონიის ისტორიის საბურველშია გახვეულ ითქმულებაა და არა რეალობა. სამუარების შესახებ გავრცელებულ მითებს ლონდონის „ბრიტანეთის მუზეუმში“ 3 თებერვლიდან 4 მაისამდე ჩანიშნული გამოფენა მოუყრის თავს. გამოფენა, სახელწოდებით „სამურაი“, მოგითხრობთ სიმართლეს იმ რეალურ ისტორიულ ადამიანებზე, ქალებსა თუ მამაკაცებზე, რომელთა სახელებიც ამა თუ იმ გმირ სამურაის  უკავშირდება.

მე-20 საუკუნის ლეგენდარული მოქანდაკის ლუიზა ნეველსონის ნამუშევრები მისი გარდაცვალებიდან 38 წლის შემდეგაც აქტუალურია   ხელოვნების ძირითად მიმართულებებში. ნეველსონი ძირითადად იმით არის ცნობილი, რომ ის ქალაქის ნანგრევებში ნაპოვნი კონსტრუქციებისგან კომპლექსურ, ერთფეროვან კედლებს აგებდა. ის იყო პირველი ხელოვანი, რომელმაც ამ ტიპის ამბიციური პროექტები საგამოფენო სივრცეში შეიტანა. სწორედ მის ნამუშევრებს მასპინძლობს მეცის „პომპიდუ ცენტრის“ საგამოფენო სივრცე 31 აგვისტომდე.

 

მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ იაპონიაში ჩამოყალიბებული მხატვრების ჯგუფის „გუტაის ხელოვნების ასოციაციის“ (Gutai Art Association) ბოლო ცოცხალი წევრი ტაკესადა მაცუტანის ავანგარდულ ნამუშევრებს ჯერ კიდევ წარმოუდგენლად დიდ გავლენა აქვს კულტურის სამყაროზე.

მაცუტანი  უჩვეულო ხერხით, ქარისა და სუნთქვის საშუალებით თავის სამუშაო მასალას შავი ბურთულების სახით ფანტავდა ცარიელ ფონზე, რითაც სიცოცხლის წარმავლობასა და ამაოებაზე მიანიშნებდა. მართალია, დროთა განმავლობაში მისი ხატვის ტექნიკა შეიცვალა, მაგრამ მისი ნამუშევრები ისევ ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ათი წლის შემდეგ ლონდონში ისევ იმართება მაცუტანის გამოფენა. Hauser & Wirth-ის საგამოფენო სივრცე მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს სთავაზობს მნახველს. მათ შორის არის 1988 წლის ქანდაკება „ჯადოსნური ყუთი“ და ხელოვანის ახალი ექსპერიმენტული ნამუშევრები, რომლებშიც ხელოვანი წებოს იყენებს. გამოფენა 5 აპრილს გაიხსნება და 18 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სამხატვრო გამოფენა-ბაზრობა Art Basel Qatar-ი პირველად ჩატარდება 5-7 თებერვალს დოჰაში.

ღონისძიებები

ხელოვნების ნიმუშების დათავალიერება კარგია, მაგრამ იცით, რა არის უკეთესი? მათი დათვალიერება და თან სიცილი. 7 თებერვალს ლონდონში პრინც ფილიპის საზღვაო კოლექციების ცენტრში გაიმართება ტური, სახელწოდებით „ხელოვნება იცინის“, რომელიც საზღვაო თემაზე შექმნილი  გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი კოლექციის დათვალიერებას სთავაზობს მსურველებს.

ტურს უძღვება კომიკოსი და ხელოვნების ისტორიკოსი ვერიტი ბაბსი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებიდან თითოეულის უკან რაღაც უცნაური და სახალისო ამბავი დგას. მათ ბაბსი თავისი უჩვეულო იუმორით გააცნობს ტურის მონაწილეებს. ტურის ბოლოს კი გაიმართება პანელური დისკუსია. ბილეთებს აქ იყიდით.

ჰამბურგის ტალიას თეატრში კი 6-7 თებერვალს ჰანა საკაი და ტოშიკი ოკადა წარმოადგენენ თანამედროვე ბალეტს, სახელწოდებით „ჟიზელი: შეჯამება“’ (Giselle : A Summary’)

ფილმები

საშინელებათა ჟანრის ფილმები, რომელთა სიუჟეტიც სახლში უცხოების შეჭრას ეხება, მართლაც გამორჩეულად შემზარავია, როდესაც წარმოიდგენ, რომ შუაღამისას შენს საკუთარ სახლში, სადაც თავი დაცული გგონია, საიდანღაც შენ წინ გაჩნდებიან გაუგებარი ფსიქოპათები. სწორედ ეს არის საშინელებათა ჟანრის ფრანჩიზული ფილმის „უცნობების“ (The Strangers) სიუჟეტიც, რომელიც პირველად 2008 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ხიბლავს ამ თემის მოყვარულთ. მისი მეხუთე ნაწილი 6 თებერვლიდან ევროპის კინოეკრანებზე გავა. ეს არის ახალი ტრილოგიის მესამე თავი. მთავარი გმირი მაია (მედელინ პეტში Madelaine Petsch), რომელიც ფილმის პირველ ორ ნაწილში მკვლელებს ხელიდან დაუსხლტა, ცდილობს, შინ დაბრუნდეს.

რამდენიმე კინოთეატრში უკვე გადის დოკუმენტური ფილმი „მელანია“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის ცხოვრებას ასახავს. თუ ვერ ნახეთ ეს ფილმი, მაშინ არ გამოტოვოთ ქლოი ჟაოს შექსპირული დრამა „Hamnet“-ი, რომელიც ასევე უკვე ეკრანებზეა და ნამდვილად ღირს მისი ნახვა ოსკარზე წარდგენილ სხვა ფილმებთან ერთად (along with all the other Oscar nominees!).

სატელევიზიო სერიალები

8 თებერვლიდან ამერიკაში Peacock-ის პლატფორმაზე დაიწყება სერიალი „გარეუბანი“ (The Burbs), რომელიც მალე ევროპაშიც გამოჩნდება. სერიალის სიუჟეტი ეყრდნობა 1989 წელს გამოსულ  ჯო დანტეს იმავე სახელწოდების ფილმს (The Burbs). ახალი სერიალის სიუჟეტი მაყურებელს ისევ ჩიხურ პარანოიაში აბრუნებს. ცოლ-ქმარი, რობი ( ჯეკ უაიტჰოლი) და სამირა (კეკე პალმერი), შედარებით მშვიდ გარეუბანში გადადის საცხოვრებლად, თუმცა მათი იდილია ირღევა ახალი უცნაური მეზობლის გამოჩენის შემდეგ. რობი ეჭვს იღებს, რომ რაღაც საშინელება ხდება და თავის მეგობარს დაიქირავებს, რათა გამოიძიოს, რაშია საქმე. ეს არის შავი თანამედროვე კომედია, რომელიც კლასიკური მიდგომებისა და ამერიკული ოცნების ფარულ ხრწნას წარმოაჩენს და იდეალურია ზამთარში მყუდროდ მოკალათებულმა უყურო.

ვისაც ნამცხვარი უყვარს, Netflix-ი 4 თებერვლიდან ისევ იწყებს პოპულარული შოუს ‘Is It Cake-ის სერიების ჩვენებას.

მუსიკა

50 წელზე მეტია, საავტორო სიმღერების შემსრულებელი კანადელი ბევერლი გლენ-კოუპლენდი  ქმნის სრულიად უნიკალურ მუსიკას, რომელიც პირად განცდებს სულ სხვადასხვა ჟანრის მუსიკით გადმოსცემს. მისი ბოლო ალბომი „სიცილი ზაფხულში“ (Laughter in Summer), რომელიც 6 თებერვლიდან გამოვა, ყველაზე სათუთია. იგი ავტორმა მეუღლის ელიზაბეტის დახმარებით ჩაწერა და ის მუსიკოსის დემენციის დიაგნოზის თემას ეხება.

ასევე 6 თებერვალს თავის მეექვსე სტუდიურ ალბომს ‘Singin to an Empty Chair-ს გამოუშვებს ინდი-როკის შემსრულებელი ბენდი Ratboys-ი.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში ჰარი პოტერის ახალი სერიალის პირველი ტრეილერი გამოვიდა