მთავარიევროპათურქეთირეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ქუჩის ტერორიზმს უწოდებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ქუჩის ტერორიზმს უწოდებს

სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტის ტალღამ თურქეთის სხვადასხვა ქალაქი მოიცვა, თუმცა დემონსტრაციების ეპიცენტრი ქალაქი სტამბოლია.

ბოლო ინფორმაციით, 19 მარტიდან დღემდე, დაშვებულთა რაოდენობამ 1100-ს გადააჭარბა. დაპატიმრებული არიან ჟურნალისტებიც. ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპროტესტო აქციებს ქუჩის ტერორიზმად აფასებს და ამბობს, სახელმწიფო უმკაცრეს ზომებს მიიღებს.

ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები სტუდენტები არიან. ისინი სტამბოლის უნივერსიტეტთან იკრიბებიან და ცდილობენ, პროტესტი უნივერსიტეტის შენობაშიც გამოხატონ. მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

გასულ კვირას სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით  დააკავეს. 

ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ  ეს ნაბიჯი ერთგვარი ხრიკია, რათა ერდოღანმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მთავარი კონკურენტი ჩამოიცილოს.

მთავრობის ოფიციალური პირები ამ ბრალდებას არ ეთანხმებიან. ქვეყანაში განსაკუთრებული მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საპოლიციო ძალებმა ჟურნალისტების დაკავება დაიწყეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend