გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრების, მათ შორის- ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცის, მობილური ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და პაროლები საჯარო დომენში იპოვეს.
გამოცემა წერს, რომ განსაკუთრებით მარტივი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მოძებნა.
აღმოჩნდა, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი და ზოგიერთ შემთხვევაში პაროლიც კი ხელმისაწვდომი იყო.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდისა და დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ნომრები დაკავშირებული იყო WhatsApp-სა და Signal-ზე. Der Spiegel-ი წერს, რომ სწორედ ამის გამო მარტივი გახდა მათ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების დაყენება და მათზე ინფორმაციის მოპოვება.