სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანრი კვარაცხელია, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
პროკურატურის პოზიციაა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ანრი კვარაცხელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხეები არსებობს.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ პირველ დეკემბერს მიმდინარე აქციაზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თავს დაესხა და მას ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.
forweb: სასამართლომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული ანრი კვარაცხელია, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ორ მოწმეს – სახანძრო ექსპერტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ დეტექტივს მოუსმინა.
სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურის პოზიციაა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ანრი კვარაცხელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხეები არსებობს.
ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ პირველ დეკემბერს მიმდინარე აქციაზე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თავს დაესხა და მას ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.