მთავარისაქართველოსასამართლომ საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ საპროტესტო აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომაზე საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი დაიკითხა.

საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

საბა სხვიტარიძე ბრალს არ აღიარებს და ამასთან, დაკავების შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მიუთითებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend