რუსეთის კიდევ ერთი ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, ბელგოროდში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა.
ამის შესახებ კომენტარი გააკეთა ოლქის გუბერნატორმა ვიაჩისლავ გლადკოვმა. ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიზეზად ასახელებს „უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებას“.
გუბერნატორი ვიდეომიმართვაში არ საუბრობს შევიდნენ თუ არა უკრაინელები სახმელეთო გზით ოლქში, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ოლქი სროლებისა და ავიადარტყმების სამიზნეა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ ცნობების გავრცელება დაიწყო 6 აგვისტოს, კერძოდ, კურსკის ოლქში.
უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის 74 დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
ახლახან დამატებითი ინფორმაცია გავრცელდა, რუსულ ტელეგრამარხებში იმის თაობაზე რომ უკრაინული დრონების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი ვორონეჟი.
ადგილობრივი წყაროები წერენ ხანძრის შესახებაც გავრცელდა ვიდეო, როგორც ხანძრის ასევე ვიდეო, სადაც ისმის აფეთქებების ხმა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.
დრონების ომი გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზეც. უკრაინული სამონიტორინგო არხები ტელეგრამზე წერენ “შაჰიდების” დრონების თავდასხმაზე უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში.
არსებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების სისტემები ცდილობენ მათ მოგერიებას. უკრაინის რამდენიმე რეგიონში გამოცხადებულია საჰაერო განგაში.