მთავარისაქართველოპერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველ ზარებზე საქმე პროკურატურას გადასცა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველ ზარებზე საქმე პროკურატურას გადასცა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უცხო ნომრებიდან მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებზე სამი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია შეამოწმა.

უცხო ნომრებიდან სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის შესწავლის მიზნით შეამოწმეს საქართველოში მოქმედი სამი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, „მაგთიკომი“, „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი”, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ის ნომრები, საიდანაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს ურეკავდნენ, არავის სახელზე არაა გაფორმებული. ეს ნომრები არც კონკრეტულ პირებზეა გაფორმებული და არც აქტიური არ არის.

„შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას, რაც შემდეგნაირად მუშაობს: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან რეკავს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით. შედეგად, ადრესატთან დაკავშირება ხდება იმგვარად, რომ ზარის ინიციატორად აისახება არარსებული/მითვისებული სატელეფონო ნომერი და ზარის განმახორციელებელი პირის რეალური ნომერი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის დაუდგენელია”, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა სამსახურის განცხადებაში.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მუქარის შემცველ ზარებზე საქმე პროკურატურას გადასცა.

ამ საკითხზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრა ანდრო გოცირიძემ, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend