მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართა

ესპანეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართა

ესპანეთმა და თურქეთმა მადრიდში ხელი  მოაწერეს 13 შეთანხმებას, რომლებშიც გათვალისწინებულია მეცნიერებასთან, ენერგოსექტორთან, პროფესიულ სწავლებასა და კომერციასთან დაკავშირებული საკითხები.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  სამხედრო პატივით  მიიღეს ესპანეთის მონკლოას სასახლეში, სადაც მოგვიანებით იგი  ესპანეთის პრემიერს პედრო სანჩესს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის დადასტურებასა და ახალი იმპულსის მიცემას სავაჭრო ურთიერთობის საკითხში, რომელიც ბოლო წლებში საგრძნობლად გამყარებულია.

ესპანეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი – საავტორო უფლება AP

ვიზიტის დროს ერდოღანმა შეაქო სანჩესი იმისთვის, რომ  ღაზაში მიმდინარე კონფლიქტში იგიც და მისი ქვეყანაც პალესტინის მხარეს არიან.

ესპანეთმა მიმდინარე თვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მხარი დაუჭირა სამხრეთ აფრიკის საჩივარს. როგორც ცნობილია, სამხრეთი აფრიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.

სანჩესი მანამდეც აკრიტიკებდა ისრაელს ღაზაში სამხედრო კამპანიის წარმოების გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend