მთავარისაქართველორუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფი „ქართული ლეგიონი“.

ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით, ეფესბეს მტკიცებით, “ქართული ლეგიონის“ წევრები მონაწილეობენ რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში”.

“ქართული ლეგიონი” 2014 წელს დააარსა სამხედრო მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა, რომელიც იბრძოდა 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში, ჩეჩნეთის პირველ ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

თებერვალში მოსკოვის სასამართლომ მამულაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მას ამჟამად რუსეთის ხელისუფლება ეძებს.

13 ივნისს, “ქართულმა ლეგიონმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განაგრძობს საქმიანობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend