საფრანგეთის განათლების მინისტრმა სკოლებში მუსლიმანური სამოსის, აბაიას, ტარება აკრძალა. ათობით მოსწავლე, რომლებსაც აბაიაები ეცვათ, სკოლებში არ შეუშვეს. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეს ნაბიჯი არ გულისხმობს ფუნდამენტური უფლების – თავისუფლების უგულებელყოფას. სამინისტრომ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს საფრანგეთის კანონის შესაბამისად, რომელიც კრძალავს სკოლებში რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ამ მუსლიმანური სამოსის აკრძალვას. მაკრონი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით იგი სკოლებში სეკულარიზმს იცავს.
ამასთან, ბევრი ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, ამ აკრძალვას აფასებს, როგორც ისლამოფობიას, მათთვის აბაია უფრო ტრადიციული სამოსია, ვიდრე რელიგიური. რამდენიმე სკოლის მასწავლემ სხვა სკოლის მოსწავლეებს გაფიცვისკენ მოუწოდა. ისინი ამბობენ, რომ მათ არ სურთ ეცვათ პოლიციელების მსგავსად.