მთავარიევროპაუკრაინამოსალოდნელი შტურმი - ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს, ირაკლი ლექვინაძესთან

მოსალოდნელი შტურმი – ინტერვიუ სამხედრო ანალიტიკოს, ირაკლი ლექვინაძესთან

უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალე ერთი წელი გავა.

რუსულმა არმიამ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანებიდან ვერ შეასრულა ვერცერთი, ოკუპანტებმა ვერ დაიპყრეს უკრაინის დედაქალაქი, რუსმა სამხედროებმა ვერ აიღეს ვერც უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკივი, ხერსონი კი უკვე დეოკუპირებულია.

რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობს, როგორც ცოცხალი ძალის ასევე, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის მობილიზაცია, კრემლში იციან, რომ ამ ომის ბედი სწორედ მომავალი შერკინებით გადაწყდება.

საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ამ ეტაპზე კვლავ დონბასშია, უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსული და უკრაინული არმიები ქალაქ ბახმუტისთვის დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებენ

საინტერესოა, რა მოცულობის დანაკარგები აქვს რუსულ არმიას თითქმის ერთწლიანი ომის ფარგლებში

ამ კოლოსალური დანაკარგების მიუხედავად, მოსკოვში შეტევისთვუს ემზადებიან, კიევში კი უფრო და უფრო მეტს საუბრობენ მოსალოდნელი რუსული შტურმის შესახებ და სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ სამხედრო ანალიტიკოსი, ირაკლი ლექვინაძე მოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend