2024 წლის განვლილი 11 თვის შედეგებით, საქართველოს ბაზარზე მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 13 მოგებაზე მუშაობს, 4 კი ზარალიანია.
2024 წლის 11 თვე ბანკებმა 2,85 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დახურეს, აქედან ნოემბერში მოგება 261 მილიონი ლარით გაიზარდა.
იანვარ-ნოემბრის მოგების უდიდესი ნაწილი (87%) ორ უმსხვილეს ბანკზე – „საქართველოს ბანკსა“ (1,4 მილიარდი ლარი) და „თიბისი ბანკზე“ მოდის (1,1 მილიარდი ლარი).
მოგების სიდიდის მიხედვით, პირველ ხუთეულში შედიან ასევე „ლიბერთი ბანკი“ (102 მილიონი ლარი), „ბაზისბანკი“ (72 მილიონი ლარი) და „კრედო ბანკი“ (58 მილიონი ლარი).