უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 24 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მოუწოდებს ყველას შეიკრიბონ საკუთარი ქალაქების ქუჩებში, უკრაინული სიმბოლოებით, უკრაინის მხარდაჭერისთვის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.
„გამოდით თქვენი ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. გამოდით გარეთ თავისუფლებისთვის. გამოდით უკრაინული სიმბოლოებით, რომ მხარი დაუჭიროთ თავისუფლებას და სიცოცხლეს. გადით თქვენს სკვერებში, ქუჩებში, გააგონეთ თქვენი ხმა; თქვით, რომ ხალხის ხმას ძალა აქვს, რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მნიშვნელოვანია“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
რუსეთმა კი გაეროს უშიშროების საბჭო გააკრიტიკა, საბჭომ ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის რეზოლუცია არ მიიღო, მიზეზად რეზოლუციაში რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კრიზისი ნახსენები არ იყო. რუსეთის ელჩმა გაეროში საბჭოს წევრები დაადანაშაულა. ელჩი მიიჩნევს, რომ ისინი პოლიტიკას ჰუმანიტარულ საჭიროებებზე წინ აყენებენ.