აქციის მონაწილეები უწყვეტი პროტესტის 95-ე დღეს კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.
„უკვე სამ თვეზე მეტია, ქართველი ხალხი ითხოვს დემოკრატიას, ითხოვს ევროპულ არჩევანსა და ითხოვს იმას, რომ ოლიგარქი კი არ სარგებლობდეს ჩვენი ქვეყნის სიკეთეებით, არამედ თითოეულ ჩვენგანს მიუწვდებოდეს ხელი ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ სიკეთეებსა და ძალაუფლებაზე, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იმართებოდეს“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე, პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი.