თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ მან განცხადება თურქეთის დედაქალაქში დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გააკეთა.
მისი თქმით კონფლიქტი ვერ დასრულდება, თუ მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსული და უკრაინული მხარეები არ დასხდნენ. თურქეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, ისრაელის მხარი გააკრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რეგიონში დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამავდროულად ჩვენ გვჯერა, რომ ფუნდამენტური გადაწყვეტილება რუსეთის და უკრაინის გარეშე ვერ იარსებეს.
უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, რომ გლობალური აქტორი იყოს ისეთი ევროპა, რომელშიც თურქეთს სათანადო, დამსახურებული ადგილი არ უკავია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.