მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

უკვე მარტია,  ნელ-ნელა მზის სითბოც ძალას იძენს. ამიტომ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც შეიძლება სულმოუთმენლად ველოდოთ.

ამ კვირაში თანამედროვე, უცნაური და სერიოზული მოვლენების კარგ ნაზავს გთავაზობთ –  ახალ გამოფენას ლონდონში, რომელიც ეპოქის განმსაზღვრელ ბრიტანულ ჟურნალს ეძღვნება, ყინულის მუსიკალურ ინსტრუმენტებს გრენლანდიაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო კინოფესტივალსა და ადამიანის უფლებათა ფორუმს.

ამასთან, ოსკარებით დასრულდა დაჯილდოების სეზონი. შესაბამისად,  კარგი დროა, გადავხედოთ  ბერლინალედან ათ საუკეთესო ფილმს და გავიგოთ, რომ რომელ მათგანს აქვს გამარჯვების შანსი მომავალ წელს.

ხელოვნების მოყვარულებს კი შეუძლიათ ბერლინში კანდინსკის ნამუშევრები ნახონ, ლონდონში კი – ლი ბაუერისა.

გამოფენები

კეიტ მოსი პირველად 1990 წელს  “The Face”-სთვის  გადაიღეს, რამაც მოდელს უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა და მთელი ათწლეულის ესთეტიკური ტონიც განსაზღვრა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა ბრიტანული ახალგაზრდული კულტურისა და სტილის ჟურნალი პიონერად. ახლა, ბოლო ნომრის გამოქვეყნებიდან თითქმის 21 წლის შემდეგ, ლონდონის პორტრეტების ეროვნული გალერეა საზოგადოებას უჩვენებს ჟურნალის დიდებულ მემკვიდრეობასა და გავლენას. გამოფენაზე, რომელიც 18 მაისამდე გასტანს, წარმოდგენილია 200-ზე მეტი ფოტო 80 ფოტოგრაფისა, რომელთაგან ბევრმა თავისი კარიერა სწორედ ან ჟურნალის წყალობით დაიწყო.

ღონისძიებები

შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში 7 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით გაიმართება  23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი და ადამიანის უფლებათა ფორუმი. აქ წარმოდგენილი იქნება  რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება. ეს არის სივრცე, სადაც მსგავს საკითხებზე მნიშვნელოვანი დისკუსიები იმართება აქტივისტებს, კინორეჟისორებს, ჟურნალისტებს შორის. ასევე ერთგვარი შესაძლებლობაა, გაერთიანდნენ ეს  ადამიანები და ერთმანეთს საკუთარი იდეები გაუზიარონ.

ყოველწლიური ყინულის მუსიკალური ფესტივალი ზუსტად ისეთია, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ეს არის შეკრება, სადაც ყველაფერი, ადგილიდან დაწყებული ინსტრუმენტებით დამთავრებული, მზადდება თოვლისა და ყინულისგან. იდეა ნორვეგიელ კომპოზიტორსა და პერკუსიონისტს ტერიე ისუნგსეტს Terje Isungset-ს ეკუთვნის. მან ეს იდეა Geilo-ს ტურიზმის დირექტორთან პოლ მედჰუსთან თანამშრომლობით განახორციელა. საოცარი და, ამავდროულად,  უცნაური ფესტივალი ყველასთვის საყვარელ კულტურულ ტრადიციად იქცა. ცნობილი მუსიკოსები უკრავენ  თოვლით მოწყობილ ამფითეატრში, რომელიც გარშემორტყმულია კომპლექსური მოჩუქურთმებული ყინულის ქანდაკებებით. აქ ბუნებრივი პეიზაჟების სილამაზე ადამიანის შემოქმედებასთანაა ჰარმონიაში. წელს   ფესტივალის 20 წლის იუბილე და მისი გრენლანდიაში, კერძოდ, ილულისატში დაბრუნება აღინიშნება. მუსიკალური ფესტივალი 6 მარტს დაიწყება და 9 მარტამდე გასტანს.

ფილმები

თუ გასართობ სატირას ეძებთ რამდენიმე რობერტ პატინსონის მონაწილეობით, მაშინ ბონგ ჯუნჰოს უახლესი ფილმი თქვენთვისაა. ჩვენ გადავდივართ 2054 წელში, წარუმატებელი მეწარმე მიკი ბარნსი (პეტინსონი) კი  კვლავ სიკვდილის პირასაა. დედამიწაზე მევალეებისგან თავის დასაღწევად იგი დარეგისტრირდა, როგორც ერთჯერადი კლონი პლანეტათაშორისი კოლონიზაციის ექსპედიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ პლუტოკრატი კენეტ მარშალი (მარკ რუფალო) და მისი მეუღლე ილფა (ტონი კოლეტი). თუმცა, როდესაც მისი ერთ-ერთი კლონი გადარჩება, ყველაფერი უფრო რთულდება. ჩვენმა კინოკრიტიკოსმა დევიდ მორიკონმა ფილმს “ფართო შტრიხების ფუტურისტული სატირა“ უწოდა და დასძინა, რომ თუ უცნაური კოსმოსური ისტორია გიზიდავთ,  ნამდვილად გაგიჟდებით!”

სერიალები

Daredevil: Born Again

თაყვანისმცემლები ამას დიდი ხანია ელოდნენ. 2018 წელს ნეტფლიქსის მიერ შეჩერებული, მარველის უაღრესად პოპულარული სერიალი ახლა დისნეი პლუსზე ბრუნდება. მთავარ როლს ჩარლი კოქსი ასრულებს და ის განასახიერებს მეტ მერდოკს, ნიუიორკელ იურისტს, რომელსაც  ზეადამიანური შესაძლებლობები განუვითარდა მას შემდეგ, რაც ბავშვობაში ქიმიური ნივთიერებების დაღვრის შედეგად დაბრმავდა. ცხრანაწილიანი სერიალი წინა ორი სერიალის გაგრძელებაა. კოქსის თქმით, ეს არ არის ზუსტად იგივე სერიალი, თუმცა საკმაოდ ახლოსაა და შესაძლოა ბევრად გაუმჯობესებულიც კი.

მუსიკა

Lady Gaga: Mayhem

მოემზადეთ არეულობისთვის, რადგან ლედი გაგა მოდის.  2024 წელს Joker:Folie À Deux -ის მომდევნო ალბომის „Harlequin“-ის გამოსვლის შემდეგ გაგა მეშვიდე სტუდიური სინგლით საცეკვაო მოედანსა და პოპს უბრუნდება. საკუთარი თავის მოყვარული და ლგბტქ+ უფლებების დამცველი გაგას მუსიკა ყოველთვის იმსახურებდა აღიარებას. თუ უკვე გამოშვებული სინგლები ‘Disease’, ‘Abracadabra’ და ‘Die with a Smile’ დიდი არაფერია, ეს ალბომი დიდი ხნის განმავლობაში დაგამახსოვრებთ თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend