ბეირუთზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას დაჭრილებისა და დაშავებულების შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის სამიზნე ლიბანის სამთავრობო და დიპლომატიური შენობები იყო.
აშშ-ის წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინი ომით განადგურებულ ქალაქში 19 ნოემბერს ჩავიდა. მისი მიზანია, დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ კონფლიქტი.
ისრაელის სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც აცხადებდნენ, რომ ისრაელელი ჯარისკაცები სამხედრო ოპერაციას ატარებენ სამხრეთ ლიბანში.
ისრაელის არმიის ცნობით, მათ იპოვეს იარაღის საწყობი, რომელშიც იყო საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.