მთავარიევროპაუკრაინამიმდინარე ომი უკრაინის სპორტის მომავალს საფრთხეს უქმნის

მიმდინარე ომი უკრაინის სპორტის მომავალს საფრთხეს უქმნის

რუსეთის აგრესია უკვე  მესამე წელია გრძელდება. ახალგაზრდა,  ნიჭიერი უკრაინელი სპორტსმენები იაზრებენ, როგორ ქარწყლდება მათი ოცნებები. 

როდესაც ოლექსანდრა პასკალი პირველად გავიდა ტანვარჯიშის ხალიჩაზე, მისმა მწვრთნელმა  მაშინვე შეამჩნია მისი შესაძლებლობები.  მას სურდა, ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო.

ოლექსანდრას საცხოვრებელი სახლი ოდესაში რუსული რაკეტის შედეგად ჩამოიშალა. თავად ნანგრევების ქვეშ მოჰყვა ა მარცხენა ფეხი დაუზიანდა.  ახლა, რვა წლის ასაკში,  პარაოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლაზე ოცნებობს. მისი მწვრთნელი ინგა კოვალჩუკი  ამაყობს, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინა,  თუმცა დასძენს, რომ რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში ანადგურებს  სპორტსა და კულტურას.

მისი თქმით,  ბავშვებს უწევთ კვებისა და დიეტის შეცვლა, რადგან ღამე თითქმის არ სძინავთ, ისინი იძულებული არიან,  ხშირად ჩავიდნენ თავშესაფრებში. ოლექსანდრას მწვრთნელი ამბობს, რომ  მისი უმთავრესი ამოცანა არა მაღალი შედეგების მიღწევაა სპორტში, არამედ შვილებისა და პატარების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვა.

ოლიმპიური ჩემპიონის გამოსაწრთობად საჭიროა ათი წელი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სავარჯიშო დარბაზები, სკოლები, აღჭურვილობა და მწვრთნელები. პროცესი, ადრეულ ბავშვობაში, თამაშებზე გამგზავრებამდე დიდი ხნით ადრე იწყება.

უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მატვი ბიდნი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ისიც ართულებს, რომ, როდესაც ბავშვები ვარჯიშზე მშობლებთან ერთად მოდიან, მალევე ირთვება საჰაერო განგაში და დროზე ადრე წყდება ვარჯიში. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის რეგულარულ ვარჯიშს.

ახალგაზრდა სპორტსმენებს აღარ აქვთ ბევრი შესაძლებლობა. მათი მწვრთნელები ან არმიას შეუერთდნენ ან საზღვარგარეთ გაიქცნენ. ვინც დარჩა, რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კონფლიქტის შედეგი ისაა, რომ შეიძლება ზოგიერთმა ბავშვმა ვერც ვერასდროს მისცეს გასაქანი თავის პოტენციალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend