ლიეტუვის ქალაქ ანიკშჩიაის კულტურის ცენტრში ქართველი მხატვრის, მიხეილ გოგავას პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
„სინქრონული მოძრაობა“ – ეს არის გამოფენის სახელწოდება. კონცეფციის თანახმად თითოეულ ნამუშევარს თავისი გმირი ჰყავს, რომელიც ჰყვება ამბავს და ჩვენივე ცხოვრების ანარეკლია. ისინი მოძრაობენ სხვადასხვა მიმართულებით ან ერთი სინქრონული რიტმით – ასე აღწერს არტისტი გამოფენას.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში მხატვარმა, მიხეილ გოგავამ ისაუბრა.