ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სათვალე, რომელიც ძირითადად ჩინეთში იწარმოება, უბრალო ტექნიკური ნივთი კი აღარ არის, არამედ მოგზაურებისა და სმენადაქვეითებული ადამიანების ყოველდღიური მოხამრების საგანი; ასეთი ჭკვიანი სათვალის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს სათვალე სმარტფონსაც ჩაანაცვლებს.
“მსოფლიო ბაზარზე გამოტანილი ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალეების ნახევარზე მეტი სწორედ აქ, ჩინეთში იწარმოება,” - ამბობს ტელეკომპანია CGTN-ის წამყვანი იანგ ჟაო შენჭენის ჰუაციანბეის უბნის ბაზარზე, სადაც ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორი მოდის, რათა ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი სათვალეები მოირგოს. მათ შორის არის ავსტრალიელი ხუანიტა ნევილე-ტე რიტო, რომელსაც ჩინეთის ვიზიტი თრაჯიმნის გარეშე ძალიან გაუჭირდა და ახლა ხელოვნური ინტელექტის მქონე სათვალე სწრაფად უთარგმნის ყველაფერს.
ჩინელ ლიუ შანშანს, რომელმაც სმენა სამი წლის ასაკში დაკარგა, RayNeo-ის სათვალე საუბარს სინქრონულად უშიფრავს და ტექსტსაც თანმიმდევრულად უწერს.
“შეხვედრაზე, რესტორანში თუ ტაქსის გაჩერებისას — ყოველთვის ვატარებ ამ სათვალეს,” - განმარტავს ლიუ.
ჭკვიან სათვალესთან დაკავშირებით პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის სკითხზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, თუმცა ამ სათვალის მწარმოებლებს იმედი აქვთ, რომ ის სმარტფონს ჩაანაცვლებს.
ავტორი: დენის ლოქტიე
