ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ რუანდაში მიგრანტების დეპორტაციის ცენტრის შექმნის გეგმის შესახებ გამოაცხადა, რაც ევროპაში მიგრაციის უფრო მკაცრი პოლიტიკისკენ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს.
დანიამ, ავსტრიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და საბერძნეთმა განაცხადეს, რომ ე.წ. დაბრუნების ცენტრები ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ევროპაში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ.
პირველი ობიექტი, სავარაუდოდ, ერთდროულად დაახლოებით 100 ადამიანს დაიტევს.
ოფიციალური პირების განცხადებით, დეპორტირებულებს შეეძლებათ რუანდის საზოგადოებაში ინტეგრირება ან სამშობლოში დაბრუნება.
საწყისი ცენტრი მცირე მასშტაბის საპილოტე პროექტი იქნება. თუ ის ამოქმედდება და დეპორტაციის დაბლოკვის სამართლებრივი პრობლემების რისკი შემცირდება, გეგმა სქემის გაფართოებაა.
დეპროტაციის ცენტრების შექმნა გარკვეულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ისინი ევროკავშირის კანონმდებლობას და პატივს სცემენ თუ არა ადამიანის უფლებებს.
კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ ადამიანის უფლებების დარღვევა, განსაკუთრებით თუ ისინი შეზღუდული დემოკრატიული სტანდარტების მქონე ქვეყნებშია შექმნილი.
