კატეგორიები

SpaceX-მა პირველად შეძლო კოსმოსური ხომალდის, სტარშიპის ჰაერში „დაჭერა“

SpaceX-მა პირველად შეძლო კოსმოსური ხომალდის, სტარშიპის ჰაერში „დაჭერა“
14 ნოემბერს კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი სტარშიპი დედამიწაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა. ის ჰაერში გიგანტურმა მექანიკურმა ე.წ. „ხელებმა“ დაიჭირეს, ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც 22 საათით ადრე მისი მოგზაურობა დაიწყო.

ეს კოსმოსიდან დაბრუნებული Starship-ის „დაჭერის“ პირველი შემთხვევაა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კოსმოსურ ინდუსტრიაში, რომელიც ათწლეულებია ცდილობს, შექმნას მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემები. ეს მიზანი საშუალებას მოგვცემს, რადიკალურად შევამციროთ მისიების ხარჯები და გავზარდოთ გაშვებების სიხშირე.

თუმცა, ტეხასიდან სტარტის აღების შემდეგ, პირველი საფეხურის ამაჩქარებელი  აფეთქდა. შესაბამისად, კომპანიამ ვერ შეძლო ორივე ნაწილის დაჭერა , რაც მთვარესა და მარსზე ფრენების დასაჩქარებლად დასახული მიზანი იყო.

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი სარაკეტო სისტემის მე-15 საცდელი ფრენა გახლდათ. აქამდე კოსმოსური ხომალდები ერთჯერადი გამოყენებისა იყო — მისიის დასრულების შემდეგ მათ ან აგდებდნენ, ან ანადგურებდნენ, რის გამოც თითოეული გაშვება ძვირადღირებულ და დიდ რესურსებთან დაკავშირებულ პროცესს წარმოადგენდა.

 SpaceX-ს მანამდე უკვე სამჯერ ჰქონდა განხორციელებული დაბრუნებული ამაჩქარებლების „დაჭერა“. თუმცა, Starship-ის შემთხვევაში ეს პროცესი ბევრად უფრო რთული იყო, რადგან ხომალდი გაცილებით მაღალი სიმაღლიდან ეშვებოდა და ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობდა, ვიდრე სხვა ამაჩქარებლები.

დაკავშირებული ამბები
SpaceX-მა პირველად შეძლო კოსმოსური ხომალდის, სტარშიპის ჰაერში „დაჭერა“ ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა აიკრძალოს თუ ის ბავშვთა ფსიქიკას აზიანებს