კატეგორიები

ევროპა გეგმავს, 525 მილიონი ევროჩიპების დიზაინის სტარტაპებში ჩადოს

ევროპა გეგმავს, 525 მილიონი ევროჩიპების დიზაინის სტარტაპებში ჩადოს

ევროპა იმედოვნებს, რომ სტარტაპებში 525 მილიონი ევროს ინვესტიციით, ჩიპების დიზაინზე მომუშავე ევროპული კომპანიების ახალ თაობას წაახალისებს.

ევროკომისიამ წარადგინა „ევროპული პლატფორმა ჩიპების დიზაინისთვის“. მისი მიზანია, ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიებს შესთავაზოს დიზაინის ინსტრუმენტები, ინტელექტუალურ საკუთრებასა და წარმოებაზე წვდომა, ასევე, გრანტები 16 მილიონ ევრომდე ოდენობით.

ჩიპების დიზაინი ნახევარგამტარების ღირებულების ჯაჭვის საკვანძო ეტაპია, სწორედ აქ წარმოიშობა ინდუსტრიის ინოვაციების უმეტესი ნაწილი. თუმცა, ევროკომისიის მონაცემებით, ამ სეგმენტში ევროპული კომპანიები გლობალური შემოსავლების 1%-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ეს ხელს უშლის გაერთიანების უფრო ფართო სტრატეგიას ჩიპების სფეროში: ევროპაში ახალი საწარმოო სიმძლავრეები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მდგრადი, თუ მათზე საკმარისი მოთხოვნა იარსებებს. ეს მოთხოვნა კი, დიდწილად, სწორედ ევროპელი მწარმოებლებისგან უნდა მოდიოდეს.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ საქმე მხოლოდ სტარტაპებს არ ეხება: ევროპაში აშენებული ახალი ქარხნები მხოლოდ მაშინ იქნება მომგებიანი, თუ ევროპელი დიზაინერები საჭირო მოთხოვნას უზრუნველყოფენ.

„ჩიპების შესახებ კანონის“ მიზანია, 2030 წლისთვის ევროკავშირის წილი ნახევარგამტარების გლობალურ წარმოებაში 20%-მდე გაზარდოს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9%-ს შეადგენდა. თუმცა, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს 2025 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მიზნის მიღწევა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

ამავდროულად, ჩიპების წარმოების შესაძლებლობები მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ხელშია თავმოყრილი, რომელთა შორისაც ლიდერობენ ტაივანი და სამხრეთ კორეა.

დაკავშირებული ამბები
ევროპა გეგმავს, 525 მილიონი ევროჩიპების დიზაინის სტარტაპებში ჩადოს 100 000 ევროს ოდენობის სურსათი გადასაყრელია - ბელგია კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა