კატეგორიები

„ევროპის მომავალი“ – Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტი

„ევროპის მომავალი“ – Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტი
ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა გრძელვადიანი ამბიციიდან სულ უფრო პრაქტიკულ და აქტუალურ საკითხად იქცევა. კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვას აგრძელებენ - მაშინ, როდესაც ომი, გეოპოლიტიკური კონკურენცია და ეკონომიკური ზეწოლა იმ გარემოებებს ცვლის, რომლებშიც გაფართოების პროცესი უნდა განხორციელდეს.

უკვე მეორე წელია, Euronews-ი ევროკავშირის გაფართოების სამიტს ატარებს და მასპინძლობს გაერთიანების როგორც წევრი, ისე კანდიდატი სახელმწიფოების ლიდერებს.

დისკუსიის მთავარი თემაა - როგორ შეიძლება ევროკავშირის გაფართოებამ გარდაქმნას ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.

ევროკავშირის გაფართოება ერთი საკითხია, თუმცა როგორი იქნება გაფართოებული ევროკავშირი - ეს უკვე სრულიად სხვა სასაუბრო თემაა.

დაკავშირებული ამბები
„ევროპის მომავალი“ – Euronews-ის მიერ ორგანიზებული ევროკავშირის გაფართოების სამიტი მონტენეგრო შესაძლოა, მომდევნო წელსვე იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის