კატეგორიები

ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიპტოთაღლითობაში აშშ ფხენიანს ადანაშაულებს

ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიპტოთაღლითობაში აშშ ფხენიანს ადანაშაულებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა გასულ კვირაში კრიპტოვალუტის უმსხვილეს სავაჭრო პლატფორმა Binance-ზე განხორციელებულ მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმაში, რომლის დროსაც, არსებული მონაცემების თანახმად, თაღლითებმა 6 მილიარდ 300 მილიონი ამერიკული დოლარის ციფრული აქტივების მითვისება შეძლეს.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებით, TraderTraitor-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც, სულ მცირე, 2020 წლიდან დაკავშირებულია კრიპტოვალუტის ქურდობასა და კიბერშეტევების განხორციელების სხვადასხვა მეთოდთან.Binance-ზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ დროებით შეაჩერა თანხების შეტანა და გატანა.

ამ პერიოდში მისი გუნდი უსაფრთხოების შემოწმებებს ატარებდა, თანხებს ყინავდა და ინციდენტის გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდა.კომპანიის ცნობით, თავდასხმა ოთხ საათზე ნაკლებ დროში განხორციელდა და ჰაკერებმა კომპრომეტირებული ლეპტოპის მეშვეობით რამდენიმე კრიპტოსაფულეზე წვდომა მოიპოვეს, რის შემდეგაც Binance-ის საფულეებიდან თანხები საკუთარ საფულეებზე გადარიცხეს.ჰაკერული თავდასხმის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელსაც კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ქურდობად მიიჩნევენ, ძირითადი ციფრული ვალუტების უმეტესობის ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

კერძოდ, სულ რამდენიმე საათში 5%-ით შემცირდა Bitcoin-ის კურსი,ხოლო &nbsp;6%-ით Ethereum-ის, რასაც მოჰყვა მის ბლოქჩეინზე არსებული სხვა კრიპტოვალუტის ღირებულების რყევაც.</p> <p>ჰაკერული თავდასხმის მასშტაბმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობაზე, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რომლებიც ქვეყანას ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო აქვს დაწესებული, უკანონო გზებით მოიპოვოს ფინანსური რესურსები.მიიჩნევა, რომ TraderTraitor-ი შედის Lazarus Group-ის შემადგენლობაში. ეს დაჯგუფება ფართოდ ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც მას Sony Pictures-ზე განხორციელებულ კიბერშეტევაში დასდეს ბრალი.თავდასხმა უკავშირდებოდა ფილმს &bdquo;ინტერვიუ&ldquo;, რომელშიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იყო გაშარჟებული.

Binance-მა პირობა დადო, რომ თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს. კომპანიის განცხადებით, ამისთვის საკუთარი სახსრები გამოიყენა, შეიძინა ტოკენები და მოპარული თანხის 90% უკვე აღადგინა.</p>

დაკავშირებული ამბები
ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კრიპტოთაღლითობაში აშშ ფხენიანს ადანაშაულებს მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება