კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს

ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს
ნავთობის ფასებმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო.
ორშაბათს, 2 ნოემბერს, დილით მსოფლიო საორიენტაციო Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთი ბარელზე დაახლოებით 108,5 დოლარს შეადგენდა, რაც პარასკევის სავაჭრო დღის დახურვის მაჩვენებელზე დაახლოებით 2,8%-ით ნაკლებია.

ფასების შემცირება იმ ფონზე დაფიქსირდა, როდესაც ირანელი მომლაპარაკებლები კატარში ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

თუმცა, ბაზარზე ფასების ამგვარი ცვლილების მიუხედავად, ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევის რაიმე მნიშვნელოვანი ნიშნები არ ჩანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა კვლავ ღიად დატოვა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მას ირანზე დარტყმის განხორციელებისკენ მოუწოდებდა მას შემდეგ, რაც ამერიკელები სამშაბათს, 3 ნოემბერს შუალედურ არჩევნებში ხმას მისცემდნენ.

ფლორიდაში, საკუთარ საკურორტო კლუბ Mar-a-Lago-ში გამართულ ჰელოუინის წვეულებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ნორმალურად მიმდინარეობს“, თუმცა ირანელები „არცთუ ისე სანდოები“ არიან.

თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, ვაშინგტონს, „ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აჩქარების მიზეზი არ აქვს, რადგან ირანის ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები განადგურებულია“. მანვე დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ „ერთი ან ორი ობიექტის საკითხი უნდა მოაგვაროს“, რასაც, მისი თქმით, „10 წუთი დასჭირდებოდა“.

გასულ კვირას გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, ტრამპის დავალებით, ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, მოჰსენ რეზაის, წერილი გაუგზავნა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით.

ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ წერილი ირანისთვის საჭირო სამედიცინო პრეპარატებს ეხებოდა.

გამოცემა Axios-ის ცნობით, შაბათს სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ ტრამპს მოუწოდა, შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ განეახლებინა ირანზე დარტყმები. თავად ტრამპს კი სურს, დიპლომატიას მეტი დრო დაუთმოს.

თეთრი სახლის ლიდერმა ნეთანიაჰუსთან საუბარი „ძალიან კარგად“ შეაფასა.

დაკავშირებული ამბები
ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობის ფონზე ნავთობის ფასი იკლებს არჩევნების საბოლოო შედეგებმა ისრაელის პოლიტიკური ჩიხი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა