საწვავზე გაზრდილი ფასების გამო საკრუიზო ხომალდმა villa vie Odyssey-მ მოგზაურობა შეწყვიტა. 200 მგზავრიანი გემი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გეგმავდა, თუმცა ახლა მგზავრების კამბოჯაში ჩამოსმა უწევს. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ახლა სწორედ მგზავრების დროებითი განთავსების ორგანიზებითაა დაკავებული.
კომპანიის განმარტებით, მათ ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს, რათა ნავთობზე ხარჯები დაეზოგათ - მათ შორის შეამცირეს მოძრაობის სიჩქარე და პორტებში დგომის დრო გაახანგრძლივეს - თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 650 ადამიანზე გათვლილი 200 მეტრიანი ხომალდის შენახვა რთული აღმოჩნდა - კომპანია რესტრუქტურიზაციისთვის ემზადება.
**„203 მგზავრს გემის დატოვება მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. ჩვენ გემზე მყოფ ადამიანებს არა მგზავრებს, არამედ რეზიდენტებს ვუწოდებთ, რადგან მათ ოჯახის წევრებად მივიჩნევთ.სამწუხაროდ, საწვავის დეფიციტის გამო იძულებული გავხდით, გამოგვერთო ერთი გენერატორი, გაგრილების სისტემა და განათების ის ნაწილი, რომელიც აუცილებელი არ იყო. ეს, რა თქმა უნდა, რეზიდენტებისთვის დისკომფორტს გამოიწვევდა, რაც ჩვენ არ გვინდოდა.ამიტომ თავაზიანად ვთხოვეთ მათ დაეტოვებინათ გემი, რადგან საწვავის მარაგთან დაკავშირებული ვითარება კრიტიკული იყო. ჩვენ მათ ამის შესახებ სულ მცირე 24 საათით ადრე შევატყობინეთ - რეალურად, 24 საათზე მეტი ხნით ადრე. ამაზე მეტი დროის მიცემის შესაძლებლობა აღარ გვქონდა”-**აღნიშნა გემის კაპიტანმა, ემანუელე ჯუდიჩემ.
ცნობილია,რომ გემი ბელფასტიდან 2024 წლის ოქტომბერში დაიძრა - მსოფლიოს გარშემო სამწლიანი მოგზაურობისა და 150 გაჩერებისთვის. თუმცა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა ნავთობზე ფასები გლობალურად გაზარდა,რამაც საკრუიზო გემს პრობლემები შეუქმნა. მაგალითად აზიის რეგიონებში სანავთობე ხარჯების გამო კაიუტაზე ფასი 1800 დოლარიდან 8000 დოლარამდე გაიზარდა თვეში.საბოლოოდ კომპანიამ გადაწყვიტა,რომ ნავთობის ზრდით გამოწვეული ტვირთის მგზავრებზე დაკისრება არარეალისტური იყო, შესაბამისად საკრუიზო მოგზაურობა შეჩერებულია.
