კატეგორიები

კრემლი ევროპელებთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციულად და შინაარსიანად აფასებს

კრემლი ევროპელებთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციულად და შინაარსიანად აფასებს
ორი ნორდიკული ქვეყნის ლიდერებთან გამართულ სატელეფონო ზარს კრემლში ეხმაურებიან. ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო და მხარეებმა უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

ომის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდებების პასუხად, მოსკოვმა განაცხადა, რომ დონბასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება და ეს ტერიტორია მისთვის უნდა. სატელეფონო ზარი ოსლოსა და პეტერბურგში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის ვიზიტისას წამოწყებული პროცესის ერთგვარი გაგრძელებაა,-წერია ტექსტში და აქვე აღნიშნულია,რომ საუბრისას მოსკოვის მხრიდან ყურადღება  ევროკავშირისა და ნატოს კონფრონტაციულ პოლიტიკაზე გამახვილდა, რომელიც სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას უწყობს ხელს.

„სატელეფონო საუბარი, ჩემი შეფასებით, დეტალური და შინაარსიანი იყო და საათნახევარს გაგრძელდა. თუმცა გასაკვირია, რომ ამ საუბარმა ევროპის რიგ ქვეყნებში კრიტიკული რეაქცია გამოიწვია. ჩემი აზრით, ეს ბევრის მთქმელი და საყურადღებო ფაქტია. კიევის მოქმედი ხელმძრვანელი ლეგიტიმური არ არის. ეს საკითხიც ვრცლად განიხილებოდა. ამასთან, ჩვენმა ლიდერმა, ალბათ, უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ თუ ზელენსკის ნამდვილად სურს პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა, ის მოსკოვში უნდა ჩავიდეს, სადაც მისთვის ყველა აუცილებელი პირობა, მათ შორის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი იქნება“- აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველნა საგარეო საკითხებში,იური უშაკოვმა.

მოსკოვში ზარი ჰელსინკიდან შედგა, მისი დასრულების შემდეგ მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის  გაგრძელების შესახებ განაცხადეს.  ფინეთის პრეზიდენტისთის, ალექსანდრ სტუბისთის ეს ვლადიმერ პუტინთან გამართული პირველი საუბარი იყო, იონას გარ სტორე კი  რუსეთის პრეზიდენტს ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ბოლო ევროპელი ლიდერი,რომელმაც აგრესორი ქვეყნის ხელმძრვანელთან საუბარი გამართა ემანუელ მაკრონი იყო, 2025 წლის ივლისში. მაშინ, ისევე როგორც ახლა პუტინის პოზიცია უცვლელია, ისევე როგორც პრეტენზიები.

„პუტინის პოზიცია კარგად არის ცნობილი. ის თანმიმდევრულია და მას არაერთხელ უსაუბრია ძირეული მიზეზების მოგვარების აუცილებლობაზე. სწორედ ეს არის მთავარი. რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა ამ საუბარს გავლენა ნოემბრის მოლაპარაკებებზე -შესაძლოა ასეც მოხდეს, მოვლენების გარკვეული განვითარდების შემტხვევაში. თუმცა, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია რაიმეს თქმა. თავისთავად საუბარი მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო”-თქვა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

სგულისხმოა,რომ ბოლო დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ,რომ ნოემბრის პირველ ნახევარში უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკური შეხვედრები განახლდება,მასში  აშშ-იც იქნება ჩართული. მხარეებს აბუ-დაბიში ელიან.

დაკავშირებული ამბები
ჰელსინკი და ოსლო ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა შეიმუშავეს