კატეგორიები

ჰელსინკი და ოსლო ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ

ჰელსინკი და ოსლო ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ
„პროფესიონალური და პირდაპირი“ - ასე შეაფასა ფინეთის პრეზიდენტმა მოსკოვში განხორციელებული ზარი, რომელიც მან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართეს.

როგორც ირკვევა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის პერსპექტივებზე საუბრებმა საათნახევარი გასტანა და ის გარკვეულწილად ოსლოში 20 ოქტომბერს გამართული შეხვედრის გაგრძელება იყო,რომელიც აშშ-ის ჩართულობით შედგა. ევროპელი პარტნიორები სატელეფონო ზარის ყველა დეტალის თაობაზე არიან ინფორმირებული, ის კიევთან შეთანხმებით შედგა.დეტალებზე ფინეთის პრეზიდენტმა ისაუბრა.

„ამ სატელეფონო ზარამდე ჩვენ მის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს, მათ შორის ყველა სკანდინავიურ ქვეყანას. ზარის დასრულების შემდეგ კი მათ სატელეფონო საუბრის შინაარსიც გავაცანით. ასევე, ზარის შემდეგ, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ვესაუბრეთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დეტალურად განვიხილეთ ძირითადი საკითხები და გზავნილები, რომლებზეც ზარის გამართვამდე, წინა საღამოს, შევთანხმდით. პრეზიდენტ პუტინთან საუბარი პროფესიონალური და პირდაპირი იყო. რა თქმა უნდა, ნორვეგია და ფინეთი კვლავაც განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას და მუშაობას მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.ახლა უკვე გზა გახსნილია შეერთებული შტატების, უკრაინის, რუსეთისა და ევროპელების მონაწილეობით შეხვედრის გასამართად, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში, აბუ-დაბიში გაიმართება.პრემიერ-მინისტრმა და მე მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ ისეთ მოსაზღვრე ქვეყნებს, როგორებიც ფინეთი და ნორვეგიაა, განემარტათ ის საკითხები, რომლებმაც შესაძლოა გაუგებრობები გამოიწვიოს, და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის პირდაპირ გადაეცათ გზავნილები ნორდიკული, კერძოდ კი ფინური და ნორვეგიული პერსპექტივიდან“-**აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა,ალექსანდრ სტუბმა.

საუბრებს გამოეხმაურა ნორვეგიული მხარეც, განცხადებაში აღინიშნა, რომ როგორც რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებს ომის შედეგები მათზე პირდაპირ გავლენას ახდენს, შესაბამისად ომის დასრულებას პირდაპირი დისკუსიები ესაჭიროება. ამასთან, ნორვეგიელი და ფინელი დიპლომატები ხაზს უსვამენ,რომ ეს ზარი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ჰელსინკისა და ოსლოს მედიატორული როლი,რადგან მათი პოზიციები ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

 

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ შემდგარი
სატელეფონო საუბარი მნიშვნელოვანი იყო. ის ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან კოორდინაციითა და მათთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში შედგა.ჩვენ
არ ვცდილობთ, მედიატორების ან შუამავლების როლი ვიკისროთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, თუმცა მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთსაც გავაცნოთ ჩვენი პოზიციები“ - ამბობს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე.

**„ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას. ეს სატელეფონო საუბარი იმ კონტექსტში შედგა, რომ რუსეთის მეზობელმა ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ მოსკოვთან კომუნიკაცია დაამყარა. ეს იყო ოსლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და იმ პროცესის გაგრძელება, რომელშიც უკრაინის მხარდასაჭერად ვართ ჩართული.მინდა, სრულიად მკაფიოდ განვაცხადო: ფინეთი ამ ომში მედიატორის როლის შესრულებას არ აპირებს, რადგან ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ასე დარჩება მომავალშიც.ჩვენ აქ უკრაინის მხარდასაჭერად ვართ. ამასთან, რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანასაც წარმოვადგენთ - ეს თავისთავად ცხადია“-**აღნიშნა ფინეთეთის პირველმა დიპლომატმა, ელინა ვალტონენმა.

უკრაინაში მიესალმებიან ვლადიმერ პუტინის მიმართ ომის დასრულების მოწოდებებსა და ამ მხრივ მიმდინარე დიპლომატიურ მცდელობებს, მითუმეტეს მათგან,ვისი მხარდაჭერაც ომის ხუთი წლის განმავლობაში კიევს არ მოკლებია. კიევში იმეორებენ, რომ ომის დასრულება სურთ და საამისოდ არაერთი საინტერესო შეთავაზება აქვთ.

**“ჩვენ მივესალმებით დიპლომატიურ ძალისხმევასა და სამშვიდობო პროცესiს ასეთ აქტიურ მხარდაჭერას. როგორც უკვე აღინიშნა, ეს სატელეფონო საუბარი ჩვენთან იყო შეთანხმებული და სწორედ ეს არის სწორი მიდგომა.მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: უკრაინას სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ გვაქვს რეალისტური წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები.ჩვენ გვაქვს რეალისტური წინადადებები. საჭიროა, სამშვიდობო ძალისხმევას ახალი დინამიკა შევძინოთ, რათა პროცესი დავაჩქაროთ, ახალი იმპულსი შევქმნათ და ვიპოვოთ გზები, თუ როგორ შევმატოთ ჩვენს სამშვიდობო ძალისხმევას ახალი ენერგია”-**თქვა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძრვანელმა,ანდრიი სიგიჰამ.

საგულისხმოა, რომ ომის გახანგრძლივებაში რუსეთი ევროპელ ლიდერეს დიდი ხანია ადანაშაულეს,,მათ შორის უკრაინის შეიარაღებისა და მისი ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.

დაკავშირებული ამბები
ჰელსინკი და ოსლო ვლადიმერ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი გეგმა შეიმუშავეს