კატეგორიები

იტალია და ესპანეთი სეუტის კრიზისის შემდეგ სასაზღვრო შემოწმებას წყვეტენ

იტალია და ესპანეთი სეუტის კრიზისის შემდეგ სასაზღვრო შემოწმებას წყვეტენ
იტალია და ესპანეთი შეთანხმდნენ, დაასრულონ სასაზღვრო შემოწმების რეგულაციები, რომლებიც აგვისტოში  დროებით ამოქმედდა.

გადაწყვეტილება ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა.

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრებმა ჯორჯა მელონიმ და პედრო სანჩესმა უკვე გამოთქვეს თავიანთი პოზიცია სასაზღვრო შემოწმების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება შემოწმების რეგულაციების  შემოღების შესახებ სეუტის, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე  ესპანეთის ავტონომიურ ქალაქის, საზღვრის დარღვევისთანავე  გამოცხადდა

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზნობრივი შემოწმებები ძირითადად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ეხებოდათ, რათა გაძლიერებულიყო სასაზღვრო უსაფრთხოება და თავიდან აცილებულიყო პოტენციური ტერორისტული საფრთხეები.

თავის დროზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა უარყოფითად შეაფასა გადაწყვეტილება და საპასუხოდ იტალიიდან ჩამოსულ მოგზაურებზე ორმხრივი შემოწმება შემოიღო.

ორივე მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სიტუაციის ფრთხილად შეფასების შედეგად მიიღეს. მათი თქმით, მიმდინარე შეზღუდვები და შემოწმებები მხოლოდ დროებითი იყო.

დაკავშირებული ამბები
იტალია და ესპანეთი სეუტის კრიზისის შემდეგ სასაზღვრო შემოწმებას წყვეტენ პუტინის მტკიცებით, რუსეთს უკრაინასთან ომი არ სურს, თუმცა ტერიტორიული საკითხის განხილვას არ აპირებს