კატეგორიები

შავ ზღვაზე თავდასხმები სურსათის მომარაგების კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს

შავ ზღვაზე თავდასხმები სურსათის მომარაგების  კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შავ ზღვაზე, სავარაუდოდ, რუსული დრონების მიერ სამოქალაქო დანიშნულების გემებზე მიტანილი იერიშები გლობალური სურსათის მომარაგების სისტემაზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის. 

კალასის თქმით, ბოლო ათი დღის განმავლობაში გემებს ექვსჯერ დაესხნენ თავს. ინციდენტები რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან მოხდა.

„რუსეთი მიზანმიმართულად იყენებს სურსათს იარაღად და ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, განსაკუთრებით აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ევროპული საბჭო მოითხოვს შავ ზღვაში სამოქალაქო, სავაჭრო და კომერციული გემებისთვის უსაფრთხო გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენას“. - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი.

კალასი კრემლს უკრაინისთვის შემოსავლის წყაროს გადაკეტვის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. ამ პროდუქციის უდიდესი ნაწილი კი ქვეყნიდან ზღვის გავლით გადის. 

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა სამოქალაქო გემებისთვის შავ ზღვაში უსაფრთხო გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვეს.

დაკავშირებული ამბები
შავ ზღვაზე თავდასხმები სურსათის მომარაგების კრიზისს კიდევ უფრო ამძიმებს დემონსტრაციებზე ძალადობის აღსაკვეთად იტალიის პრემიერმა ახალი ზომები გამოაცხადა