ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პრობლემები სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება. თეირანში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ რეგიონული კრიზისები პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის დედაქალაქს 19 ოქტომბერს ეწვია. მას ირანელი კოლეგა დახვდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ორი ქვეყნის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართა. შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ორმხრივი ურთიერთობები და სხვა საერთაშორისო საკითხები განიხილეს.
პრესკონფერენციაზე აბას არაღჩი კასპიის ზღვაში უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო. მან ირანულ და რუსულ გემებზე თავდასხმების გამო შეშფოთება გამოთქვა. მინისტრის შეფასებით, ასეთი ინციდენტები რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მან კასპიის ზღვის გარემოსთვის მძიმე და შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხეზეც გაამახვილა ყურადღება.
„სერიოზულად გვაშფოთებს კასპიის ზღვაში უსაფრთხოების მხრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც ირანულ და რუსულ გემებს, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ეს რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და კასპიის ზღვის გარემოს მძიმე, შეუქცევად ზიანს აყენებს“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, კრიზისის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიებას შეუწყოს ხელი. მან სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და მათ მეზობლებს შორის პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„გავაანალიზეთ ვითარება, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის არაპროვოცირებული აგრესიის შედეგად შეიქმნა. კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ქვეყნის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიებას ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად. დადებითად ვაფასებთ იმას, რომ თეირანი მზადაა, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად დიპლომატიური არხები გამოიყენოს“ - განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგე ლავროვი
ეს ლავროვის პირველი ვიზიტია ირანში თებერვალში ომის დაწყების შემდეგ. შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს რეგიონული კონფლიქტი მოჰყვა. დაძაბულობა ამ დრომდე გრძელდება, განსაკუთრებით მწვავედ კი საზღვაო უსაფრთხოებისა და შემდგომი სამხედრო ესკალაციის საკითხები დგას.
