კატეგორიები

საშინელებათა ჟანრის ფილმი და ამერიკის ისტორია - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

საშინელებათა ჟანრის ფილმი და ამერიკის ისტორია - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს, უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში - კრის პრეტი ბრუნდება Prime Video-ზე ტელესერიალ Reacher-ის მეორე სეზონით „სიკვდილმისჯილთა სია“ '(The Terminal List), ხოლო ტომ რის ჰარისი გამოჩნდება DC Universe-ის ფილმში „Clayface“ - აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის მთავარი პრემიერების აფიშა.

მიმდინარე კვირა ძალიან გაახარებს DC Universe-ის მოყვარულთ, რადგან დიდ ეკრანებზე გამოვა ამ სტუდიის ფილმი „Clayface“-ი - თუმცა გულდაწყვეტილი არც ისინი დარჩებიან, ვისთვისაც თუნდაც კიდევ ერთი საათით წაძინება მნიშვნელოვანია. კვირას საათი ერთი საათით უკან გადაიწევს და უკვე ოფიციალურად დგება დრო, გადმოიღოთ საქსოვი, დაისხათ გოგრის წვენი და მოემზადოთ უფრო გრძელი ღამეებისთვის, რომელთაც Prime -ის 8-სერიანი საშინელებეათა ჟანრის კრიმინალური სერიალი შეგიმოკლებთ.
თუმცა ვისაც ჯერ არ სურს ზამთრის ძილს მიეცეს, მიმდინარე კვირაში უამარავი ახალი გამოფენა ელოდება მთელი კონტინენტის მასშტაბით. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გამოფენა ჩრდილოეთ ამერიკის უახლესი ისტორიის შესახებ, რომელიც ლონდონის მეცნიერების მუზეუმში გაიმარტება და გერმანელი მხატვრის კონი მაიერის გამოფენა მიუნხენის Pinakothek der Moderne-ში.
არ დაგავიწყდეთ ასევე და გადახედეთ ლუმიერების კინოფესტივალის შესახებ ჩვენს მომზადებულ მასალას ლინკზე Lumière Film Festival .
ჩვენი ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:

გამოფენები


„ამერიკის დაბადება“ - როგორც შექმნა მეცნიერებამ ერი (Becoming America: How Science Shaped a Nation)
როდის: 23 ოქტომბერი, 2026 — 25 აპრილი, 2027
სად: მეცნიერების მუზეუმი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
თავისუფლების დეკლარაციას ხელი 250 წლის წინ მოეწერა, რამაც დასაბამი დაუდო ქვეყანას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და გავლენიან სახელწმიფოდ იქცა. ამ საიუბილეო თარიღს მეცნიერების მუზეუმმა მიუძღვნა გამოფენა, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეუწყო ხელი მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ ჩრდილოეთ ამერიკის განვითარებას 1790-იან წლებამდე, როდესაც ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს პირველ პრეზიდენტად. გამოფენაზე წარმოდგენილია ასზე მეტი იშვიათი ექსპონატი, მათ შორის თავისუფლების დეკლარაციის პირველი ნაბეჭდი ვერსია და ბენჯამენ ფრანკლინის რუკა, რომელზეც გოლფსტრიმის დინებაც არის დატანილი. უფრო მეტი ნახეთ აქ Find out more here.
კონი მაიერი: „სამოთხის ძიებაში
სად: 21 ოქტომბერი, 2026 — 17 იანვარი, 2027
სად: Pinakothek der Moderne (მიუნხენი, გერმანია)
გერმანელმა მხატვარმა კონი მაირემა, რომელმაც 2021 წელს „დოიჩე ბანკის“ მიერ დაწესებული წლის ხელოვანის ჯილდო მიიღო, მუზუემი Pinakothek der Moderne-ი იდუმალ და მომაჯადოებელ განსაწმენდელს დაამსგავასა. მისი გაბედული და შთამბეჭდავი ნამუშევრები, იქნება ეს პასტელის ვარდისფერი ყვავილები თუ ალმოდებული ტყის ნახატები, მნახველს სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ამოგზაურებს. Find out more here.
დამატებითი შენიშვნა: 23-25 ოქტომბერს პარიზის „გრან პალეს“ მუზეუმის დარბაზებში გაიმართება Art Basel Paris-ის მეხუთე გამოშვება, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური უზარმაზარი გამოფენა-გაყიდვაა.

ფილმები

ფილმი „Clayface“
სად: კინოთეატრებში
როდის: 23 ოქტომბერს
The DC Universe-ის ახალი თავი სახელწოდებით „ღმერთები და ურჩხულები“ („Gods and Monsters“) გრძელდება ახალი ფილმით, რომელიც ბეტმენის ყველაზე დიდი მტრის კლეიფეისის (Clayface) ამბავს გვიყვება. ტომ რის ჰარისი ასრულებს მეტ ჰეიგენის როლს, მასხიობისა, რომელსაც უტარებენ ექსპერიმენტულ სახის ოპერაციას მას შემდეგ, რაც მაფიის შეფმა სახე დაუმახინჯა. ფილმი, რომლის სცენარიც ეკუთვნის მაიკ ფლანაგანს (რომელიც ცნობილია სტივენ კინგის ეკრანიზაციებით), საშინელებათა იმ ჟანრისკენ იხრება, რომელშიც სხეულის დამახინჯების ელემენტები ჭარბობს. ჰეიგენი თანდათან თიხის არსებად გადაიქცევა და რეალობის აღქმაც უმახინჯდება.
დამატებითი შენიშვნა: 23 ოქტომბერს ევროპის უმეტეს კინოთეატრებში გამოდის ტაიკა ვაიტიტის ფილმი „კლარა და მზე“, რომელიც კაზუო იშიგუროს იმავე სახელწორდების ბესტსელერის ეკრანიზაციაა.

ტელესერიალები


„სიკვდილმისჯილთა სია“
სად: Prime Video-ზე
როდის: 21 ოქტომბრიდან
მათ, ვისაც სერიალ Reacher-ის შემდეგ არაფერი აღარ მოწონს, Prime-ი კიდევ ერთ მძარფრსიუჟეტიან სერილას სთავაზობს „სიკვდილმისჯილთა სიას.“ ეს არის ჯეკ კარის პოპულარული წიგნების სერიის მიხევდით გადაღებული სერიალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სპეცრაზმელის ჯეიმს რისის (კრის პრეტის შესრულებით) ამბავს გვიყვება. ჯეიმსი გადაწყვეტს შური იძიოს თავისი რაზმის წევრების დახოცვის გამო და გზადაგზა უამრავ ბნელ სახელმწიფო საიდუმლოს ახდის ფარდას. ამ სერიალის მეორე სეზონში რისი კიდევ უფრო მეტად შეუპყრია ბრაზსა და შურისძიების სურვილს, რადგან ოჯახი ამოუწყვიტეს და მთელ მსოფლიოში იწყებს ხეტიალს, რათა იპოვოს სამართალი და პასუხი თავის უპასუხოდ დარჩენილ კითხვებზე.
დამათებითი შენიშვნა: 22 ოქტომბრიდან Netflix-ზე იწყება კომედიური სერიალი „Nobody Wants This“ რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ ბელი და ადამ ბროდი.

მუსიკა

ჯონ ლეჯენდი: Muse
როდის: 23 ოქტომბერი
ამერიკელი მომღერალი და პიანისტი ჯონ ლეჯენდი ბრუნდება ახალი ალბომით „მუზა“ (Muse), რომელიც სულის შემძვრელი გოსპელის, ჰიპ-ჰოპისა და აფრობიტის ჟანრის მუსიკის ნაზავია. ეს ალბომი ჯონმა ფარელ უილიამსის დახმარებით უილიამსის სტუდიაში ჩაწერა, რომელიც პარიზში Louis Vuitton-ის სათაო ოფისის შენობაში მდებარეობს. ალბომი 16 ტრეკისგან შედგება.
დამატებითი შენიშვნა: 23 ოქტომბერს გამოდის ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის მაიკლ კივანუკას მეხუთე ალბომი FUDGE-ი, რომელიც თავიდან ბოლომდე ფსიქოდელური სოულის ჟანრის მუსიკას წარმოადგენს.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
საშინელებათა ჟანრის ფილმი და ამერიკის ისტორია - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში კიკლადური იდენტობა: სერიფოსის მაღაროების ცოცხალი ისტორია