მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს, უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში - ოლივია კოლმანი დიდ ეკრანზე „დაწნულ“ ქმართან ერთად ერთობა, ლონდონის ბრიტანული ბიბლიოთეკა კი ლეგენდარული დეტექტივების ავტორის აგათა კრისტის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიაგებს პატივს - აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის მთავარი პრემიერების აფიშა.
ანიმატრონული გორილები, მწერალი ქალის იდუმალებით მოცული გაუჩინარება და ლერწმისგან დაწნული ქმარი - არა, ეს ყველაფერი არც ბოდვაა, არც სიზმარი და არც ჰალუცინაცია — ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კულტურის სიახლეების შინაარსისა, რომელიც ამ კვირაში გელოდებათ.
ბრიტანული ბიბლიოთეკა ხსნის მასშტაბურ გამოფენას, რომელიც ლეგენდარული დეტექტივებების ავტორის აგათა კრისტის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება; ამავდროულად, ტურინის ხელოვნების კვირეულის (Turin Art Week) ფარგლებში იმართება გამოფენა, რომელიც კვანტურ თეორიას ვიზუალური კუთხით წარმოაჩენს (წარმოიდგინეთ „უსასრულობის ოთახები“ და კუბრიკისეული ესთეტიკა).
გარდა ამისა, გამოდის ფილმი „დაწნული ქმარი“ (Wicker) — უცნაური, სიურეალისტური და პიკანტური ისტორია ქალზე, რომელიც ცოლად მიჰყვება... წნელით მოქსოვილ მამაკაცს. შეიძლება ითქვას, რომ ქალი „ჭკუიდანაა გადასული“, მაგრამ ასეთი მამაკაცი მაინც ჯობია საზარელ, ადამიანის მსგავს რობოტ პარტნიორებს humanoid robot partners.
და რაკი სიტყვამ საზარელი მოიტანა, არც ჰელოუინი უნდა დაგვავიწყდეს. თუ უკვე შესაბამის კოსტიუმს ირგებთ, რომელიმე თემატურ ფილმს უყურებთ ამ ლინკიზე განთავსებული სიიდან these movies, ან ჰელოუნის დასრულებამდე უბრალოდ საწოლში დამაპლვას აპირებთ, მაშინ Apple TV+-ის ახალი თრილერი სერიული მკვლელების შესახებ — „ნოქტიურნი“ (Nocturne) — სწორედ თქვენს განწყობას მოუხდება.
ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უცნაურია, მოიცადეთ, სანამ ჯგუფ Queens of the Stone Age-ის ახალი ალბომის სათაურს გაიგებთ...
გამოფენები
აგათა კრისტი: „იდუმალების სამყარო“ (A World of Mystery)
როდის: 30 ოქტომბერი, 2026 - 20 ივნისი, 2027
სად: ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
დეტექტივების დედოფლის გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა და ამ დღის აღსანიშნავად ლონდონის ბრიტანეთის ბიბლიოთეკა ახალ მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ყველაფერი, აგათა კრისტის ადრეული ხელნაწერებით დაწყებული, პირადი წერილებითა და ნივთებით დამთავრებული. ეს ერკიულ პუაროს ყველა თაყვანისმცემლის ახდენილი ოცნებაა - გამოფენა სავსეა კრისტის უნიკალური ცხოვრებისა და კარიერის ამსახველი სგანებით. მნიშვნელოვან ექსპონატებს შორისაა 1937 წლის ორიგინალი Remington-ის საბეჭდი მანქანა, რომელზე, როგორც ამბობენ, კრისტიმ დაბეჭდა თავისი ბესტსელერი „და აღარავინ დარჩა“, ასევე წარმოდგენილი Orient Express-ის ვაგონის ნატურალური ზომის რეპლიკები. ამ გამოფენას მხოლოდ საგანმანათლებლო დანიშნულება არ აქვს, ის ძალიან სახალისოცაა - ექსპონატებს შორის მიმოფანტული სააღდგომო კვერცხებით Find out more here.
ტურინის ხელოვნების კვირეული: „კვანტუმის ეფექტი“ (The Quantum Effect)
როდის: 31 ოქტომბერი, 2026 - 25 თებერვალი, 2027
სად: OGR Torino (ტურინი, იტალია)
კვანტური თეორია მატერიისა და ენერგიის ატომურ და სუბატომურ საფუძვლებს ეხება. ამ თავბრუდამხვევმა თეორიამ მხოლოდ სამყაროს უკეთ გააზრება კი არ გაგვიადვილა, არამედ შემოქმედებით სფეროშიც შეაღწია და უამრავ სიუჟეტს დაუდო სათავე იქნება ეს ხელოვნებაში, პოპკულტურასა თუ კინემატოგრაფში. „ტურინის ხელოვნების კვირეულის“ (Turin Art Week) ფარგლებში წარმოდგენილი ახალი ჯგუფური გამოფენა სწორედ ამ ვიზუალურ გავლენას ეძღვნება; ექსპოზიციის ცენტრალური ფიგურაა ცნობილი შავი მონოლითი სტენლი კუბრიკის ფილმიდან — „2001 წლის კოსმოსური ოდისეა“ (2001: A Space Odyssey). გამოფენის კურატორები არიან ხელოვნებათმცოდნე დანიელ ბირნბაუმი და კინორეჟისორი ჟაკი დევისი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მთავარი თემებია პარალელური სამყაროები, ტელეპორტაცია და ბნელი მატერია; მათ შორისაა იაიოი კუსამას Yayoi Kusama's ერთ-ერთი ნამუშევარი „უსასრულობის ოთახი“ (Infinity Room) და ბრიტანელი ხელოვანის რაიან განდერის ანიმატრონული გორილა.
დამატებითი რეკომენდაცია: ლონდონის ვარბურგის ინსტიტუტში (Warburg Institute) Warburg Institute გაიხსნა ახალი გამოფენა — „ღამის რუკები“ (Night Maps), რომელიც კოსმოსთან დაკავშირებულ ადამიანურ წარმოსახვას ეძღვნება და გვიჩვენებს, თუ როგორ იყო წარმოდგენილი ღამის ცა კაცობრიობის კულტურაში მთელი ისტორიის განმავლობაში. გამოფენა 17 აპრილამდე გასტანს და შესვლა უფასოა.
ფილმები
ფილმი „Wicker“ (მოწნული კაცი)
სად: კინოთეატრებში
როდის: 30 ოქტომბერს
გაცნობის აპლიკაციების მიმართ დამკვიდრებული სკეპტიციზმისა და ეგზისტენციალური შფოთვის ფონზე, რომანტიკოსებისთვის მძიმე დრო დადგა. ჩნდება კითხვა: იქნებ უფრო მარტივია, პარტნიორი... უბრალოდ დაწნა?
სწორედ ეს არის ალექს ჰიუსტონ ფიშერისა და ელეონორ უილსონის ახალი ფილმის უცნაური და მიმზიდველი სიუჟეტი. ფილმის გმირი შუა საუკუნეებში მცხოვრები იმედგაცრუებული მეთევზე ქალია (ოლივია კოლმანის შესრულებით), რომელიც კალათების მქსოველს (პიტერ დინკლეიჯის შესრულებით) სთხოვს დაუწნას ოცნების მამაკაცი (რომლის როლსაც ასრულებს ალექსანდერ სკარშგორდი — მსახიობი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან სწრაფად იქცა ამ თაობის ჯეიმზ სპეიდერად). ფილმი, რომლის სიუჟეტიც ურსულა უილსის ნოველას ეყრდნობა, შავი იუმორით გაჯერებული ხალხური ზღაპარია, რომელიც ქალის სურვილების გაგებას ცდილობს და თან გენდერულ ნორმებს, ასევე ქორწინების, როგორც გარიგების, ბუნებას აკრიტიკებს.
დამატებითი რეკომენდაცია: რობერტ პატინსონი მონაწილეობს ლენს ოპენჰაიმის ფილმში „პრაიმტაიმი“ (Primetime), რომელიც გაერთიანებული სამეფოს კინოთეატრებში 30 ოქტომბერს გამოდის. ხოლო სერიალ „მეგობრების“ (Friends) თაყვანისმცემლებისთვის, 27 ოქტომბერს Netflix-ზე გამოდის ახალი დოკუმენტური ფილმი — „The One About Matthew Perry“.
ტელესერიალები
„ნოქტრიურნი“
სად: Prime Video
როდის: 30 ოქტომბერი
სტივენ გრეჰემი ასრულებს სერიული მკვლელის, იურეკ უოლტერის როლს Apple TV+-ის ახალ კრიმინალურ საშინელებათა ჟანრის სერიალში - Nocturne-ი. სერიალის სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობა ლარს კეპლერის რომანებს „ქვიშის კაცსა“ და „ლაზარეს“, მოგვითხრობს მკვლელობათა გამომძიბელი განყოფილების ყოფილი დეტექტივის (ლივ შრაიბერის) და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის (ზაზი ბიცის) ამბავს. ისინი ცდილობენ დაკარგული ბავშვის პოვნას და უოლტერის მინიშნებების გაშიფვრას, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ გაძლიერებული დაცვის მქონე ციხეშია გამოკეტილი, როგორც ჩანს, მაინც ახერხებს საშინელებათა თეატრის მარიონეტები ციხის გარეთ ათამაშოს. ეს არის დაძაბული სამართლებრივი დრამა, რომელიც იდეალურია გრძელი ღამეების სეზონისთვის. თუმცა ყველაზე მთავარი პერსონაჟი თავად გრეჰემია - ყველაფერი, რაშიც ეს მსახიობი მონაწილეობს, როგორც წესი, გარანტირებულად კარგია.
დამატებითი რეკომენდაცია: მაიკლ კ. ჰოლი ისევ ბრუნდება სერიალ Dexter: Resurrection-ის მეორე სეზონით, რომელშიც მას პარტნიორობას უწევს ბრაიან კოქსი - იგი ნიუ-იორკელი სერიული მკვლელის როლს ასრულებს. სერიალი Paramount+-ზე 30 ოქტომბრიდან დაიწყება.
მუსიკა
როკ-ჯგუფი Queens of the Stone Age: „Perfecth“
როდის: 30 ოქტომბერი
სად არიან გოთი გოგოები? — სწორედ ამ კითხვას სვამენ კალიფორნიელი როკერები, ჯგუფიდან Queens of the Stone Age თავიანთ ახალ მე-9 სტუდიურ ალბომში — „Perfecth“, რომელშიც 2000-იანი წლების მუსიკალური სულისკვეთება იგრძნობა. ჯგუფის ლიდერის, ჯოშ ჰომის თქმით, ეს სახელწოდება სიტყვა „perfect“-ის (სრულყოფილი) უფრო გულწრფელი ვარიანტია — თავად ჰომი დარწმუნებულია, რომ სრულყოფილება უბრალოდ არ არსებობს. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეოლოგიზმი „Perfecth“ ფართოდ გავრცელდეს, მაგრამ ის კარგად გადმოსცემს ალბომის ზოგად განწყობას, რომლის მუსიკაც გაურანდავი, მგრძნობიარე და ფრაგმენტული ჰანგებითაა სავსე და რომელიც ადამიანურ ურთიერთობას, ჯანმრთელობასა და ემოციურ კრიზისებს ეძღვნება. ჰომისთვის ეს წარსულთან შეგუებისა და ახალი ხედვების ჩამოყალიბების გზაა. როგორც მან გამოცემა Pitchfork-ს განუცხადა: „ამქვეყნად არაფერია სრულყოფილი (perfect), თუმცა ყველაფერი „perfecth“-ად გამოიყურება“.
დამატებითი სიახლე: ამერიკული ინდუსტრიული-მეტალის მუსიკალური მიმდინარეობის მიმდევარი ჯგუფი Ministry 30 ოქტომბერს უშვებს თავის მე-17 (და, ამავდროულად, უკანასკნელ) სტუდიურ ალბომს — „Hate to Go“.
ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი
