კატეგორიები

Tesla-მ მომავლის ელექტრომობილი წარადგინა

Tesla-მ მომავლის ელექტრომობილი წარადგინა
მსოფლიოს პირველმა ტრილიონერმა, ილონ მასკმა Tesla-ს მოყვარულებს სრულიად ახალი, ინოვაციური შესაძლებლობების მქონე, მომავლის სატრანსპორტო საშუალება წარუდგინა სახელწოდებით Tesla Roadster-ი.

ამბიციური პროექტის პრეზენტაციაზე რთული დასაჯერებელი იყო, რომ ყოველივე, რაც აუდიტორიამ იხილა, არ იყო ხელოვნური ინტელექტით, ან როგორც ამას უკვე მასკიც უწოდებს - „სუპერინტელექტით“ გენერირებული.

Roadster-მა შთამბეჭდავი სანახაობის დროს მაღალ, მოხრილ პანდუსზე აიარა, თავდაყირა გადაბრუნდა, შემდეგ კიდიდან გადმოფრინდა, ჰაერში დატრიალდა და წარმატებით დაეშვა, რასაც მაყურებლის ხმამაღალი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ილონ მასკთან ერთად გამოსვლისას, Tesla-ს საავტომობილო ინჟინერიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ლარს მორავის თქმით, Roadster-ის ძარის ქვედა ნაწილში დამონტაჟებულია „ვენტილატორული შეწოვის სისტემა“, რომელსაც 2 g-მდე გადატვირთვის შექმნა შეუძლია, „რათა ავტომობილმა თავდაყირა გადაბრუნება შეძლოს“ - მარტივი სიტყვებით ეს ნიშნავს, რომ ავტომობილზე მოქმედი აჩქარება ან დატვირთვა დედამიწის მიზიდულობის აჩქარებაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

მასკმა დააზუსტა, რომ Roadster-ს აქვს „სიმაღლის კონტროლის სისტემა და ძირითადი აჩქარების ძრავები უკანა ნაწილში, რის წყალობითაც მას, არსებითად, რაკეტასავით ფრენა შეუძლია“.

Roadster-ის პრეზენტაციაზე აჩვენეს, რომ ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარემდე 1 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდა.

Tesla-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ავტომობილზე წინასწარ შეკვეთებს უკვე იღებს. მომხმარებლებს სამი ვერსია სთავაზობენ - Performance, Thrust და Rocket.

დაკავშირებული ამბები
Tesla-მ მომავლის ელექტრომობილი წარადგინა ტალინის აეროპორტში, თვითმფრინავების მომსახურე პერსონალი თვითმავალ ტრანსპორტს გადაჰყავს