კატეგორიები

აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა

აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული ნავთობგიგანტი კომპანია „ლუკოილი“ სასანქციო სიის მიღმა 2027 წლის აპრილამდე დატოვა.

გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ კრემლთან დაკავშირებული ენერგოკორპორაციის ბრენდის ქვეშ მოქმედი ბენზინგასამართი სადგურები, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები, დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას მომდევნო წლის 24 აპრილამდე.

ახალი ნებართვა ცვლის წინა დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადაც მიმდინარე თვის ბოლოს იწურებოდა.

ამასთან, ახალი ლიცენზია კვლავ ითვალისწინებს კონკრეტულ რეგულაციებს.

მაგალითისთვის, აკრძალულია თანხის გადარიცხვა რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი პირისთვის ან რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ანგარიშზე.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთი კვირის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება ვაშინგტონისა და მსოფლიო ბაზრებისთვის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა დროებითი ნებართვა, რომელიც ამ მიწოდების განხორციელებისთვის იყო საჭირო.

უცნობია, როგორ აპირებს მოსკოვი ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას იმ დროს, როდესაც თავად წარმოექმნა საწვავის კრიზისი.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, რუსულ ნავთობობიექტებზე იერიშების განახლებით, უკრაინა „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს“, თუმცა მოსკოვში ტრადიციულად არაფერს ამბობენ, რომ გასული დღეების განმავლობაში კიევის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავენ.

„კიევის რეჟიმი აგრძელებს ამ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებას და ამით აშკარა და სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევასთან და ამერიკელ მომლაპარაკებლებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, ძალიან აქტიურად ცდილობენ სამშვიდობო პროცესის დაწყებას. თუმცა, ჯერჯერობით, ამ აქტიურ ძალისხმევას ხელს უშლის კიევის რეჟიმისა და პირადად ზელენსკის უარი, გადადგან ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

რუსეთში ამბობენ, რომ არ აპირებენ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

მოსკოვის მტკიცებით, ეს პაუზა კიევსა და მის პარტნიორებს გადაიარაღების შესაძლებლობას მისცემს.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში დაწყებით სკოლაზე შეიარაღებულ თავდასხმას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა აშშ-მა რუსულ „ლუკოილს“ სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეუმსუბუქა