კატეგორიები

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს
იაპონიის მთავრობის განცხადებით, მათ მოსკოვს მოუწოდეს, სამართლიანად და მიუკერძოებლად მოეპყრან რუსეთში დაკავებულ იაპონელ ჟურნალისტს, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

ტოკიო დეტალებს არკვევს. მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივნის მინორუ კიჰარას თქმით, იაპონია ამ პირთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. შესაბამისად, არც არაფერი იცოდა, სანამ მისი  დაკავების შესახებ ოფიციალურად არ გავრცელდა ინფორმაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებულია გაზეთ „ჰოკაიდო შიმბუნის“ ჟურნალისტი იუკი იმაი. პრესმდივანმა დასძინა, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე ჯაშუშურ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ეროვნებით იაპონელი  ჟურნალისტი იაპონიის დაზვერვაში მუშაობდა რუსეთის თავდაცვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. იგი შორეულ აღმოსავლეთში, სახალინზე დააკავეს.

იაპონელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ ისაუბრა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც.

„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადებები. ეფ ეს ბე თავის ფუნქციებს ასრულებს. თუ ჯაშუშები არსებობენ, მათ აკავებენ“. - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ჟურნალისტი მოსკოვსა და ტოკიოს შორის დაძაბულობის ფონზე დააკავეს. ვითარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგვისტოში კურილის კუნძულებზე ვიზიტის შემდეგ გამწვავდა. კუნძული მდებარეობს მოსკოვის მიერ კონტროლირებად წყნარი ოკეანის არქიპელაგზე, რომელზეც ორივე ქვეყანა პრეტენზიას აცხადებს,

რუსეთმა ბოლო წლებში დააკავა რამდენიმე მოქალაქე იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ის არამეგობრულად მიიჩნევს. რუსეთის თქმით, ისინი დასავლურ სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ.

დაკავშირებული ამბები
რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი დააკავეს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულოს ხურავს