აფიონყარაჰისარში საჰაერო ბურთები ფრიგიის კლდეებში 3 ათასი წლის წინ გამოკვეთილი გამოსახულებების თავზე დაცურავენ, მინერალებით მდიდარი თერმული წყლები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში იზიდავდნენ ხალხს მკურნალობისთვის, ხოლო აქაური კულინარიული ტრადიცია, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ყაყაჩოს თესლია, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
მოგზაურობა იწყება ფრიგიის ხეობაში, სადაც ფრიგიელებმა კლდეებზე 3 ათასზე მეტი წლის წინ მონუმენტები ამოკვეთეს. „ამ ადგილს შეგვიძლია მწვანე კაპადოკიაც ვუწოდოთ,“ - ამბობს ქემალ ერილმაზი, Frigya Balloons-ის პილოტი.
დაბლა კი მინერალებით მდიდარი თერმული წყლები ხალხს სამკურნალოდ ჯერ კდიევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მე-12 საუკუნიდან იზიდავდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს აფიონყარაჰისარს „სამკურნალო ქალაქი“.
„ჩვენი წყლები მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით გოგირდით, კალციუმით, მაგნიუმითა და რკინით,“ - განმარტავს ჰაქან სიაჰი, Grand Özgül Termal-ის გენერალური მენეჯერი.
ერთ პატარა სოფელ აიაზინიში კი ყაყაჩოს თესლი სამზარეულოს მთავარი მშვენებაა.
„ეს რეცეპტი აფიონის რეგიონის ტრადიციაა, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა,“ - ამბობს მერიემ აჩიქგიოზი, ადგილობრივი შეფმზარეული, და თან ყათმერის ცომს აგუნდავებს.
აფიონყარაჰისარი, სადაც შეგიძლიათ საჰაერო ბურთითაც გაისეირონოთ, თერმული აბაზანები მიიღოთ და გემრიელი კერძები მიირთვათ, შესანიშნავ გარემოს სთავაზობს ნებისმიერს, ვისაც კი განტვირთვა სურს.
ავტორი: ჩინცია რიცი
