კატეგორიები

გაერო ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმას გმობს

გაერო ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმას გმობს
გაერო ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმას ეხმაურება. ორგანიზაციამ შავ ზღვაში გახშირებული დრონების თავდასხმა დაგმო, პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი შემტხვევები საბოლოოდ ნეგატიურ ეფექტს ახდენს პროდუქციის ფასებზე მსოფლიოს მასშტაბით, სულ რომ არაფერი ითქვას მეზღვაურების უსაფრთხოებასა და მიწოდების ჯაჭვზე.

სტეფან დუჟარიკი ამ საკითხს განსაკუთღებულად საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფონზეც,რომ მსოფლიომ ჰორმუზის სრუტესა თუ წითელ ზღვაში არსებული მდგომარეობით დარტყმა უკვე მიიღო.

„ჩვენ, ვგმობთ სამოქალაქო გემებზე თავდასხმებს, განსაკუთრებით კი ბოლო თავდასხმას, რომელიც ბულგარეთის სანაპიროსთან მოხდა.იცით,ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან გემებზე თავდასხმები, რომლებსაც მარცვლეული, სურსათი და სხვა პროდუქტები გლობალური ბაზრისთვის გადააქვთ, გახშირდა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა.ამას ასევე მძიმე ჯაჭვური ეფექტი აქვს მთელ მსოფლიოში სასაქონლო პროდუქციის ფასებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვითარება რთულია ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაშიც.ამას ემატება ის საფრთხეები, ხშირად კი სასიკვდილო რისკები, რომლებსაც მეზღვაურები აწყდებიან არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ჰორმუზის სრუტესა და მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც.ვფიქრობ,გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ყველანი ვალში ვართ იმ მეზღვაურების წინაშე და მადლიერება გვმართებს მათი, რადგან ისინი უკიდურესად სახიფათო პირობებში განაგრძობენ მუშაობას მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა ის საქონელი, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეყრდნობით, დანიშნულების ადგილამდე მივიდეს“-აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

გუშინ შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში დრონებმა კიდევ ორ გემს დაარტყეს, მათგან ერთი, კრაპეცის აღმოსავლეთით ჩაიძირა, მეორე სატვირთო ხომალდი სამაშველო სამსახურებმა ვარნას პორტში უსაფრთხოდ მიაცილეს. ბორტზე უკრაინის 7 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქე იმყოფებოდა. გემი უკრაინის საკუთრებაა. ევროკავშირისა და ნატოს წევრ ბულგარეთზე ბოლო 1 კვირაში უკვე მეორე ამგვარი იერიში უშიშროების საბჭოს ჩანიშვნის საბაბი გახდა. აქ ქვეყნის პრემიერმა, რუმენ რადევმა პირველად ახსენა რუსეთის ფედერაცია,როგორც მხარე,რომელიც მომხდარით ყველაზე მეტად სარგებლობს. მან რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებებზე დაიბარა, პარალელურად კი თურქეთთან, რუმინეთთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან დაიწყო კონსულტაციები უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით.

დაკავშირებული ამბები
გაერო ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში გემებზე თავდასხმას გმობს შავ ზღვაში ახალი თავდასხმის შემდეგ ოფიციალური სოფია რუსეთის ელჩს იბარებს