კატეგორიები

საყვარელი ფისუნიები და ქუჩის მებრძოლები - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

საყვარელი ფისუნიები და ქუჩის მებრძოლები - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
მათ, ვისაც კულტურული ცხოვრება და გართობა იზიდავს,  უამრავი სიახლე ელოდებათ მიმდინარე კვირაში -  როკ-ბენდი Fontaines D.C. გთავაზობთ ახალ ალბომს სახელწოდებით Dopamine Chamber, ხოლო პარიზთან ახლოს გაიხსნა გამოფენა, რომელზეც ძალიან საყვარელი არსებები იქნებიან წარმოდგენილი - აი ასე გამოიყურება მიმდინარე კვირის  მთავარი პრემიერების აფიშა.

თუ სიცივეში სიამოვნებას კატები, საშიში ტელესერიალები და 90-იანი წლების ვიდეო-თამაშები განიჭებთ, ეს კვირა ნამდვილად გაგახარებთ.

საფრანგეთის ლუვრ-ლანსის მუზეუმი (The Louvre-Lens) უბრალოდ წალეკა ვარდისფერმა ბოლო გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილია ყველაფერი, რასაც კი ლამაზი ბრიალა თვალები აქვს, ფუმფულა და ბრჭყვიალაა. ეს გამოფენა იდეალურია, რათა მთელი ოჯახი ეწვიოს.

პარალელურად ირლანდიურma როკ-ბენდმა Fontaines D.C.-მა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი გამოუშვა სახელწოდებით „Dopamine Chamber“, რომელიც თავისი სინთეზატორების ჰანგებითა და ფსიქოდელური ესთეტიკით საცეკვაო განწყობას ქმნის.

ვინც ჰალოუენს ელოდება და შესაფერისი განწყობა სურს, ყურადღება მიაქციეთ ფილმ Friday the 13th-ის სატელევიზიო ვერსიას ტელესერიალ Crystal Lake-ს. მაგრამ თუკი უფრო საბრძოლო ხელოვნება გიტაცებთ, მაშინ შეგუძლიათ ჩაუჯდეთ ფილმს „Street Fighter“, რომელიც ლეგენდარული  ვიდეო-თამაშის ეკრანიზაციაა.

თუ უფრო მეტის გაგება გსურთ ამ კვირის კულტურის ამბებზე, კითხვა გააგრძელეთ.

 გამოფენები:

გამოფენა: So Cute! The Art of Happiness

როდის: 2027 წლის 18 იანვრამდე

სად: ლუვრ-ლანსის მუზეუმი (ქალაქი ლანსი, საფრანგეთი)

სამყაროს, რომელიც ზოგჯერ ძალიან საშიშად გვეჩვენება, ალბათ აქამდე არასდროს შემოუთავაზებია ერთად ამდენი საყვარელი არსება, როგორიც ლუვრ-ლანსის ახალ სახალისო გამოფენაზეა წარმოდგენილი, იქნება ეს  პუტკუნა ბავშვების ქანდაკებები, პლუშის რბილი სათამაშოები თუ ფისოების ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები. დაახლოებით 300 ნამუშევარია გამოფენილი, მათ შორის კატის ფიგურები, რენესანსის დროინდელი პორტრეტები, თანამედროვე ტრენდული სათამაშოები და შედევრების ბრჭყვიალა მძივებით შექმნილი ინტერპრეტაციები. ეს ყველაფერი ვარდისფერი პასტელისფრად შეღებილი კედლების ფონზეა დალაგებული, თაღებს კი კატის ყურების ფორმა აქვთ. გამოფენა მხოლოდ ასეთი ესთეტიკით ტკბობისკენ კი არ მოგვიწოდებს, არამედ იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ასეთ ესთეტიკას ხშირად ჯანყისა და მანიპულაციისთვისაც იყენებენ - კატების მფლობელები ალბათ დაეთანხმებიან ამ უკანასკნელ მოსაზრებას. ბილეთების შეკვეთა შემდეგ ლინკზე შეგიძლიათ: Book tickets right n'aaaaaaw.

რუთ ასავა: Retrospective

როდის: 18 ოქტომბერი, 2026 - 10 იანვარი,ს 2027

სად: ბეიელერის ფონდი Fondation Beyeler (ქალაქი რიენი, შვეიცარია)

იაპონური წარმოშობის ამერიკელი ხელოვანი რუთ ასავა აბსტრაქტული ხელოვნების პიონერად რჩება თავისი დახლართული მავთულით შექმნილი ქანდაკებებით, რომლებიც ნივთების გეომეტრიას იმეორებს. თუმცა მისი შემოქმედება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. რუთ სავა ცნობილია ფიგურების ჩანახატებით, ნატურიდან აღებული ნიღბებითა და ეზოს შადრევნებითაც კი. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება წარმოდგენილია ბეიელერის ფონდის გალერეაში. Find out more here.

დამატებითი შენიშვნა: ფოტოგრაფიისა და ისტორიის მოყვარულთ არ უნდა გამოტოვონ გამოფენა  ‘Light and Magic: The Birth of Art Photography’, რომელიც გაიხსნება ლონდონში გალერეა Tate Modern-ში 14 ოქტომბერს და მომავალი წლის 21 თებერვლამდე გასტანს.

ფილმები

ფილმი „Street Fighter“

სად: კინოდარბაზებში

როდის: 16 ოქტომბრიდან

სანახაობის დროა! მას შემდეგ რაც სამბრძოლო ხელოვნების ორ ოსტატსა და მეტოქეს მსოფლიო ჩემპიონატში მიიწვევენ შეჯიბრზე, იწყება კრიმინალებთან ძალისმიერი დაპირისპირების, საკუთარ დემონებთან და ერთმანეთთან ჭიდილის მთელი სერია. ფილმი ეფუძნება 90-იანი წლების ამავე სახელწოდების პოპულარული ვიდეოთამაშის სერიებს.

დამატებითი შენიშვნა: 14 ოქტომბერს საფრანგეთის კინოთეატრებში გამოვა რუსულენოვანი საშინელებათა ჟანრის ფილმი „მინოტავრი“ (Minotaur  - ეს ფილმი საფრანგეთმა  2027 წლის ოსკარის დაჯილდოებაზეც წარადგინა), რომელიც ევროპის დანარჩენი ქვყნების კინოეკრანებზეც გავა თანდათან ნოემბრის ჩათვლით.

ტელესერიალები

ტელესერიალი „Crystal Lake“

სად: SKY/NOW

როდის: 19 ოქტომბრიდან

აანთეთ ღამის დაბინდული ნათურები, საბანში გაეხვიეთ და მოემზადეთ ბანაკ Crystal Lake-ში სტუმრობისთვის. ფილმი 1972 წლის ამბებს მოგვითხრობს, რომლებიც ახალგაზრდა ჯეისონ ვურჰესის დახრჩობიდან მალევე განვითარდა. ფილმის სიუჟეტში გადმოცემული ის ამბები, რომლებიც 8 წლით უსწრებდა წინ ფილმ Friday the 13th-ში დატრიალებულ მოვლენებს.

დამატებითი შენიშვნა: სილვესტერ სტალონე ისევ ბრუნდება კრიმინალური სერიალის Tulsa King-ის მეოთხე სეზონით, რომელიც 16 ოქტომბერს დაიწყება პლატფორმაზე Paramount+.

მუსიკა

გამოდის როკ-ბენდის Fontaines D.C.-ის ალბომი „Dopamine Chamber“

როდის: 16 ოქტომბერს

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ირლანდიურმა ბენდმა Fontaines D.C.-მა გამოუშვა ალბომი „Romance“ (რომელიც ჩვენი ერთ-ერთი  ყველაზე საყვარელი ალბომი გახდა 2024 წელს). წელს ბენდი დაბრუნდა ახალი ალბომით „Dopamine Chamber“, რომელიც სინთეზატორების ფონზე სოციალურ საკითხებს შლის.

დამატებითი შენიშვნა: მიმდინარე კვირას კიდევ ორი ახალი ალბომი იქცევს ყურადღებას: ჯგუფ Eels-ის „Cookie Happened“ და ჯგუფ  The Avalanches-ის ალბომი „No Bad Memories“. ორივე 16 ოქტომბერს იხილავს დღის სიანთლეს. უფრო მეტი ამ ალბომებზე ნახეთ შემდეგ ლინკზე:  fall album previews list.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი 

დაკავშირებული ამბები
საყვარელი ფისუნიები და ქუჩის მებრძოლები - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში რომში კიტ ჰარინგის გამოფენა იმართება