კატეგორიები

ძმებ კოენებს „ლუმიერის“ ფესტივალის ჯილდო გადაეცათ

ძმებ კოენებს „ლუმიერის“ ფესტივალის ჯილდო გადაეცათ
ჯოელ და ითან კოენებს ლიონში, ქალაქში, სადაც კინემატოგრაფია დაიბადა, „ლუმიერის“ ჯილდო გადასცეს. ძმებს, რომლებმაც ფილმები „ფარგო“, „დიდი ლებოვსკი“ და სხვა ცნობილი ფილმები შექმნეს, პარასკევს კინოინდუსტრიაში გატარებული ოთხი ათწლეულისთვის პატივი მიაგეს. ეს „ლუმიერის“ ფესტივალის მე-18 გამოშვების მთავარი მოვლენა იყო.

ჯილდო მათ ძველმა მეგობრებმა და კოლეგებმა გადასცეს, მათ შორის, ფრენსის მაკდორმანდმა და ხავიერ ბარდემმა. სტუმრებს შორის იყო ფილმ „ქრისტეს ვნებანის“ რეჟისორი კალებ დეშანელიც.

„აშშ-ის იმ რეგიონს, საიდანაც ისინი არიან, რაღაც განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ახასიათებს, ეს გრძნობა მათ ყველაფერში შემოაქვთ, რასაც კი აკეთებენ თუნდაც საქმე სულ სხვა რამეს ეხებოდეს. იცით, კალიფორნიაში ყოფნის დროსაც კი, ისინი თითქოს მაინც იმ შუა - ჩრდილო - დასავლეთში“ რჩებიან...“ - ამბობს რეჟისორი, ქეილებ დეშანელი.

„ჩვენ ყველას გვიყვარს კინო, ხოლო თუ კინო გიყვარს, ძმები კოენების არცერთი ფილმი არ უნდა გამოტოვო, სწორედ მათ გამო გვიყვარს კინო.“ - აცხადებს მსახიობი, ხავიერ ბარდემი.

დაკავშირებული ამბები
ძმებ კოენებს „ლუმიერის“ ფესტივალის ჯილდო გადაეცათ საშინელებათა ჟანრის ფილმი და ამერიკის ისტორია - სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში