კატეგორიები

ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ორშაბათს, 12 ოქტომბერს, გამთენიისას ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სამხრეთკორეელი სპეციალისტების თანახმად, გამშვები პუნქტი დედაქალაქ ფხენიანის შემოგარენში მდებარეობს, ფრენის მანძილმა კი დაახლოებით 900 კილომეტრი შეადგინა.

კიმ ჩენ ინის ხელისუფლების ამ ნაბიჯის შემდეგ, სეულში ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზაობის მაჩვენებლის შესაფასებლად.

„სამხრეთ კორეისა და ამერიკის სადაზვერვო სამსახურები გაშვებების საწყისი ეტაპიდანვე აკვირდებოდნენ მოვლენებთან დაკავშირებულ ვითარებას და ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდნენ.

სამხრეთ კორეისა და ამერიკის მტკიცე ერთობლივი თავდაცვითი მზადყოფნის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს და ინარჩუნებენ შესაბამის შესაძლებლობებსა და მზადყოფნას, რათა ნებისმიერი სახის პროვოკაციას გადამწყვეტი ძალით უპასუხონ“, - განაცხადა იან დო-იონგიმ, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის პრესსპიკერმა.

ბალისტიკური რაკეტების გაშვება დაადასტურეს იაპონიაშიც და განაცხადეს, რომ სარაკეტო ქობინები ტოკიოს ტერიტორიული წყლების მიღმა ჩამოვარდა, თუმცა მსგავსი სამხედრო მანევრები იაპონურმა მხარემ მკაცრად დაგმო.

„მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ, სულ მცირე, 18 რაკეტა გაუშვა, რაც წინა წელს გაშვებული რაკეტების რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

ამის შესახებ დაუყოვნებლივ მოვახსენეთ პრემიერ-მინისტრს. მიღებულია მითითება, რომ მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისკენ და საზოგადოებას ინფორმაცია დროულად და სათანადო ფორმით მივაწოდოთ, უზრუნველვყოთ თვითმფრინავების, გემებისა და სხვა ობიექტების უსაფრთხოება და მივიღოთ ყველა შესაძლო პრევენციული ზომა.

ჩრდილოეთ კორეის ქმედებების სერია, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების განმეორებითი გაშვება, საფრთხეს უქმნის არამხოლოდ იაპონიას, არამედ მთლიანად რეგიონსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

ეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სერიოზული დარღვევაა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

იაპონიამ დიპლომატიური არხების მეშვეობით, პეკინში არსებული არხის გამოყენებით, ჩრდილოეთ კორეას მკაცრი პროტესტი გამოუცხადა“, - განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ტაკაში კოიარმა.

3 ოქტომბერს ფხენიანმა საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და განაცხადა, რომ მანევრირების გაზრდისთვის მასში გამოყენებულია „ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები“.

საპასუხოდ, რამდენიმე დღეში სეულმა განაცხადა სამხრეთ კორეაში წარმოებული ჰიპერბგერითი პლანირებადი ქობინი, რომელიც სარაკეტო ამაჩქარებლების დახმარებით ატმოსფეროს ზედა ფენებში ადის, შემდეგ კი პლანირების რეჟიმში მიემართება სამიზნისკენ.

დაკავშირებული ამბები
ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერ-რიადის აეროპორტზე თავდასხმებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა