კატეგორიები

ინგლისში ნატოს სადაზვერვო ბაზაზე შეღწევის მცდელობისთვის ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს

ინგლისში ნატოს სადაზვერვო ბაზაზე შეღწევის მცდელობისთვის ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს

აღმოსავლეთ ინგლისში ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს, ისინი მოლსუორტის სამეფო საჰაერო ბაზაზე შეღწევას ცდილობდნენ, სადაც ნატოსა და აშშ-ის სადაზვერვო ცენტრია განთავსებული. ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ინფორმაციით თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ავტომობილი, მოგვიანებით კი ბაზაზე შეღწევის კვალი აღმოაჩინეს. ამას მოჰყვა უკვე საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე 36 და 32 წლის მამაკაცების დაკავება, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები  ლატვიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.

თავიდან ისინი დახურულ ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის ბრალდებით დააკავეს, მოგვაინებით კი ამას ბრიტანეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ბრალდება დაემატა. გამოძიება საწყის ეტაპზეა, საქმეს ამჟამად ტერორიზმთან ბრძოლის შესაბამისი სამსახურები იძიებს. მიუხედავად ამისა, პოლიციას ჯერ არ აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ ეს შემთხვევა რაიმეთია დაკავშირებული ფერფორდის სამეფო საჰაერო ბაზაზე მომხდარ ფაქტთან, სადაც 27 სექტემბერს ასევე მოხდა შეღწევა, რის საფუძველზეც 5 ახალგაზრა დააკავეს. ამ ადგილიდან აშშ-ი ირანის წინააღმდეგ მისიას ახორციელებდა, მომხდარის შემდეგ იქ მყოფმა ამერიკულმა ძალებმა ადგილი დატოვეს.

სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა მოლსუართში მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ოპერირებს, ის ერთგვარ სამხედრო ქალაქ წარმოაგდენს, საიდანაც ფრენები აღარ ხორციელდება,თუმცა ლონდონის მოკავშირეების სადაზვერვო ცენტრად გამოიყენება. კერძოდ აქ აშშ-სა და ნატოს თანამშრომლების მიერ ანალიზდება მიღებული სადაზვერვო მონაცემები და მას ნატოს გაერთიანებული სარდლობის მეთაური ხელმძღვანელობს ევროპაში.ბაზა დედაქალაქიდან 100 კილომეტრითაა მოშორებული.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი ბერლინში ფრიდრიხ მერცს შეხვდა ინგლისში ნატოს სადაზვერვო ბაზაზე შეღწევის მცდელობისთვის ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს