ევროკომისიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინას 1,24 მილიარდი ევრო გამოეყო ადგილობრივი წარმოების დრონების, დრონების საწინააღდეგო საშუალებებისა და შესაბამისი საბრძოლო მასალის შესაძენად.
„დღეს გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დაფინანსების შესახებ განცხადება იმ დროს კეთდება, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ინტერვენციას განაგრძობს. ბოლო კვირებია, რუსეთი აგრესიულ საჰაერო კამპანიას აწარმოებს, რის გამოც დედაქალაქი კიევი მუდმივი განგაშის რეჟიმშია და ყოველდღიური ცხოვრების რიტმი დარღევულია.
გამოყოფილი თანხა ბლოკის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გათვალისწინებული სესხის ნაწილია. პროგრამა 2026-2027 წლებისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას მოიცავს.
თანხის ორი მესამედი ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით საჭიროებებზეა გათვლილი; ბრიუსელი გეგმავს, რომ 2026 წელს ქვეყნის უსაფრთხოების მხარდასაჭერად სულ 28,3 მილიარდი ევრო გამოყოს. თავდაცვის სფეროსთვის დაფინანსების გამოყოფა უახლოეს კვირებშიც იგეგმება.
