კატეგორიები

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ იერიშს ამზადებს

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ იერიშს ამზადებს

მოსკოვი უკაინის წინააღმდეგ მასირებული იერიშისთვის ემზადება - ამის შესახებ უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაშია საუბარი. ის ქვეყნის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვისას გააჟღერა, რომელმაც უკრაინის მოსახლეობას უახლოეს პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ქვეყანა მზადაა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა ყველა იმ საშუალებით რაც მას გააჩნია, თუმცა საჭირო შეიარაღების მიმართულებით არსებობს პრობლემები,სადაც პარტნიორების გარეშე გართულდება. ამ საქმეში პოლიტიკური ნება განმსაზღვრელია - აღნიშნავს ქვეყნის ლიდერი.

„არსებული განახლებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება. გთხოვთ, მთელი სიმკაცრით მოგიწოდებთ, იზრუნოთ თქვენს უსაფრთხოებაზე. გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინოთ საჰაერო განგაშის სიგნალები და სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილებები.უკრაინის ხელისუფლება და ჩვენი საჰაერო ძალები მზად არიან რეაგირებისთვის -იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც ჩვენი არსებული თავდაცვის საშუალებები გვაძლევს.თუმცა, ძალიან ბევრი რამ ჩვენს პარტნიორებზეც არის დამოკიდებული - მსოფლიოს თითოეულ ლიდერსა და თითოეულ ქვეყანაზე, რომელსაც გააჩნია ჩვენთვის საჭირო თავდაცვითი შესაძლებლობები და შეუძლია მათი მოწოდება.კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობდეს ამისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნება. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ჩვენს სხვა პარტნიორ ქვეყნებში.მსოფლიო უფრო დიდია, ვიდრე რუსეთის ბოროტება, ხოლო ადამიანთა სიცოცხლის დაცვა საერთო პასუხისმგებლობა უნდა იყოს.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულწრფელად და რეალურად გვეხმარება“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

რუსეთის საჰაერო იერიშები კი გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,მათი სამიზნე კიევი და მისი შემოგარენი იყო,ასევე საპორტო ინფრასტრუქტურა ოდესის რეგიონში. რუსმა სამხედროებმა დარტყმა კიევზე  გამთენიისას მიიტანეს. დედაქალაქში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა, დრონების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასთან ერთად საწყობები იყო. მოსახლეობამ თავი კვლავ მეტროს შეაფარა, რადგან მაღალსართულიანი სახლების ქალაქში ეს ერტადერთ უსაფრთხო ადგილად გამოიყურება.

„მეტროში ყოფნა უფრო უსაფრთხოა, რადგან მაღალსართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე ვცხოვრობთ. ძალიან საშიშია, როცა მეცხრე სართულზე ხარ და ხედავ, რომ შენსკენ რაკეტები მოფრინავს”- ამბობს უკრაინაში მცხოვრები ლესია.

7 ოქტომბრის გამთენიისას დარტყმა იყო დნეპრზე, ზაპორიჟიესა და კრემენჩუგზე. ომის მეხუთე წელიწადს კონფლიქტის დასასრულის მკაფიო კონტურები კვლავ ბუნდოვანია.

დაკავშირებული ამბები
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მასირებულ იერიშს ამზადებს კიევში ხიდები იბომბება - მერცი უკრაინას სამხედრო შეთანხმების დასადებად ეწვია