კატეგორიები

პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს

პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს
Copyright The Associated Press

კატალონიის სეპარატისტი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, რომელიც უკვე მეცხრე წელია, მართლმსაჯულებას გაურბის და ბელგიაში დევნილად ცხოვრობს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს.

სამართლებრივი დევნის შეწყვეტის განაჩენს ის მიესალმა, თუმცა დასძინა, რომ ამნისტია არ ნიშნავს, კატალონიის საკითხის მოგვარებას და ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის შეწყვეტას.

პარტიის „ერთად კატალონიისთვის“ ლიდერმა, განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ესპანეთში აღძრული საქმე „სასამართლო ხელისუფლების არასათანადო გამოყენებას“ წარმოადგენს.

მისი შეფასებით, ასეთი პრაქტიკა „ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი და ამიტომ მიუღებელია ევროპულ დემოკრატიაში“.

სეპარატისტ პოლიტიკოსს ესპანეთის დატოვება მოუწია 2017 წლის 1-ელი ოქტომბრის რეფერენდუმის ორგანიზების გამო, სადაც მან ცალმხრივად გამოაცხადა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას მკაცრად ეწინააღმდეგება.

პუჩდემონს ესპანეთში დაბრუნებას ხელს უშლიდა მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება.

მის წინააღმდეგ კვლავ მოქმედებდა დაკავების ორდერი გაფლანგვის ბრალდებით.

6 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, პაბლო ლიარენამ, დაკავების ორდერი გააუქმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გაფლანგვის დანაშაულზე ამნისტიის კანონის გავრცელებას მხარი დაუჭირა.

მადრიდის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, წარსულში კარლეს პუჩდემონი იტალიასა და გერმანიაში დააკავეს, სადაც განიხილეს მისი ესპანეთში ექსტრადაციის საკითხი.

დაკავშირებული ამბები
პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებას შეძლებს ბარსელონაში საცხოვრებლის კრიზისთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე 13 მოქალაქე დააკავეს